კაკა ისევ ნაკრებშია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მსგავსად, 14 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას ბრაზილიის ნაკრებიც გამართავს, რომლის მეტოქეც კოლუმბია იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი მე-1000 იქნება ბრაზილიის ეროვნული გუნდისთვის. ამ საიუბილეო შეხვედრისთვის, რომელიც ნიუ ჯერსიში გაიმართება, მანო მენეზეშმა 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

კვლავ ნაკრებშია კაკა, რომელიც "რეალში” ბევრს არ თამაშობს, მაგრამ როდესაც მოედანზეა, თავისი უმაღლესი კლასის დემონსტრირებას ყოველთვის ახერხებს.

მიუხედავად ჟურნალისტების აქტიური მოთხოვნისა, მანომ არც რონალდინიო გამოიძახა, არც ფრედი და არც ლუიშ ფაბიანო. ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ არ სურს მათ კლუბებს ბრაზილიის ჩემპიონატში საქმე გაუფუჭოს და
ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ირიბად ჩაერიოს, მაგრამ მიუხედავად ამ განცხადებისა, "ფლუს” მეორე ლიდერს, ტიაგო ნევეშს მაინც უხმო...

"პენტაკამპეონთა” რიგებში დებიუტანტი არავინ არის, მაგრამ გამოძახებულნი არიან ფაბიო სანტოსი და ლეანდრო კასტანი, რომელთაც ნაკრებში მხოლოდ თითო-თითო მატჩი აქვთ ჩატარებული.

კოლუმბიასთან სათამაშოდ მოემზადებიან:
მეკარეები: ჟეფერსონი (ბოტაფოგო), დიეგო ალვეში (ვალენსია).
მცველები: დანიელ ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), ადრიანო (ბარსელონა), დავიდ ლუისი (ჩელსი), რევერი (ატლეტიკო მინეირო), ფაბიო სანტოსი (კორინთიანსი), ლეანდრო კასტანი (რომა).
ნახევარმცველები: კაკა (რეალი), რამირესი (ჩელსი), ლუკას მოურა (სან პაულო), ოსკარი (ჩელსი), სანდრო (ტოტენჰემი), ჟულიანო (დნიპრო), პაულინიო (კორინთიანსი), ტიაგო ნევეში (ფლუმინენსე), არუკა (სანტოსი).
თავდამსხმელები: ნეიმარი (სანტოსი), ჰალკი (ზენიტი), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი იმედია ვერაფერს ვერ მოიგებენ ეხლა იმაზეა საუბარი რონალდინიო რატო არ არის ნაკრებსჰი არადა ძალიან კარგად ასპარეზობს და ეს კაკ კიდე განაცხადშიც არ შეყავთ იმდენად Bანძია და გამოიძახეს რა უნდა მოიგონ ამ გუნდით მაგასაც ვნახავთ ქალიშვილების კამანდა.
giorgi
16:48 01-11-2012
0

სიახლეები პოპულარული