30 წლის მოთამაშემ, რომელიც თავისი ბავშვობის კლუბს სექტემბერში შეუერთდა, კონდიციების აღდგენა ვერაფრით შეძლო. ფეხბურთელი "ფლადან" ისე მიდის, რომ ამ კლუბში ერთი მატჩიც არ უთამაშია.
"ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ბევრი ვისაუბრე და გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნება, თუ კლუბიდან წავალ და ფეხბურთში მომავალ წელს დავბრუნდები" - განაცხადა ადრიანომ.
ბოლო პერიოდში ფეხბურთელმა რამოდენიმე ვარჯიში გააცდინა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობა მასთან სერიოზულად დალაპარაკებას აპირებდა, მაგრამ ადრიანომ მოვლენებს დაასწრო.
ისევ მას მოვუსმინოთ: "ეს
მართალია, უკვე ბოლომდე გამოვჯანმრთელდი, მაგრამ უკანასკნელ ტურებში გუნდს მაინც ვერ დავეხმარებოდი. ამიტომ სჯობს, ფეხბურთელები სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის მშვიდად მოემზადონ, მე კი ინდივიდუალურად მომზადებას გავაგრძელებ და 2013-ში დავბრუნდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"