ნეი ფრანკოს შეგირდებს პირველი მატჩი 2:0 ჰქონდათ მოგებული და მშვიდად ყოფნაც შეეძლოთ, მაგრამ მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 29-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო.
შეხვედრის მე-5 წუთზე თავი "შახტარის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჟადსონმა გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. 22-ე წუთზე "პარი სენ ჟერმენში" მიმავალმა ლუკას მოურამ, "არსენალიდან" განათხოვრებული დენილსონის პასი მიიღო და ორი მატჩის ჯამში,
ამის შემდეგ ლუიშ ფაბიანოს ჯერიც დადგა - ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც 8 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა, თავისი მორიგი გოლი გაიტანა. ახლა 32 წლის ფორვარდს 2012 წლის განმავლობაში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი.
"სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი საკუთარი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი იყო:
"გულშემატკივრები გრძნობენ, რომ ახლა ჩვენი დრო მოდის. სეზონი ცუდად დავიწყეთ, ჩემპიონობის შანსი ხელიდან გავუშვით, მაგრამ შემდეგ დავლაგდით, უკეთ ავთამაშდით და ახლა უკვე ტიტულის მოსაგებად მზად ვართ. ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ მიდის და დარწმუნებული ვარ, სუდამერიკანას თასს არავის დავუთმობთ".
"სან პაულო" ამ ტურნირის პირველი 1/2-ფინალისტია. შეგახსენებთ დარჩენილ სამ მეოთხედფინალურ წყვილს: "მილიონარიოსი"-"გრემიო" (პირველი მატჩი 0:1), "ტიგრე"-"სერო პორტენიო" (0:1), "უნივერსიდად კათოლიკა"-"ინდეპენდიენტე" (2:2).
მოგახსენებთ იმასაც, რომ 2012 წლის კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული 2013 წლის ლიბერტადორესის თასის საგზურს მიიღებს.
კოპა სუდამერიკანა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
სან პაულო-უნივ. დე ჩილე 5:0
(პირველი მატჩი 2:0)
გოლები: 1:0 ჟადსონი (5), 2:0 ლუკას მოურა (22), 3:0 ლუიშ ფაბიანო (29), 4:0 რაფაელ ტოლოი (64), 5:0 ჟადსონი (77).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"