"ფეხბურთის მეფის" ჰოსპიტალიზაციის მიზეზი უცნობია. საავადმყოფოს პრესატაშემ შემდეგ განცხადება გააკეთა: "პელე ნამდვილად ჩვენ საავადმყოფოშია, მაგრამ ოჯახის თხოვნით მეტ ინფორმაციას ვერ გაგანდობთ".
როგორც ბრაზილიური გაზეთის, "Folha de Sao Paulo"-თვის გახდა ცნობილი, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ბარძაყზე გაუკეთეს ოპერაცია.
რა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ პელე მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია (1958, 1962 და 1970 წლებში) და არაოფიციალური მონაცემებით, კარიერის განმავლობაში 1281 გოლი აქვს გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი