სამაგიეროდ მოუგებელი სერია "რასინგმა" დაასრულა და გუნდი კვლავ მისდევს "ველესს", რომელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა...
ჩემპიონატის ლიდერი "კილმესს" ეწვია და დებიუტანტს მინიმალური ანგარიშით მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფაკუნდო ფერეირამ გაიტანა, რომლისთვისაც ეს მე-6 გოლი იყო ბოლო სამ შეხვედრაში.
სულ ფერეირას უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, რაც არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერისთის სარეკორდო მიღწევაა. აქამდე
რიკარდო გარეკას გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და კვლავ სამი ქულით უსწრებს "ლანუსს", რომელსაც "ველესზე" უკეთესი მაჩვენებლი აქვს და ზედიზედ 6 მოგებული მატჩი დაუგროვდა.
მე-15 ტურში, გილერმო ბაროს შელოტოს შეგირდება, საკუთარ მოედანზე სან ხუანის "სან მარტინს" უმასპინძლეს და 2:1 მოიგეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები დიეგო ვალერიმ და სილვიო რომერომ გაიტანეს.
4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "რასინგმა", რომელიც მენდოსას ესტუმრა და იქიდან სამი ქულა წამოიღო. შეხვედრის პირველ ტაიმში უპირატესობას "გოდოი კრუსი" ფლობდა, მაგრამ შესვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და სტუმრები უკეთ ათამაშდნენ.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს 19 წლის ადრიან სენტურიონმა და 18 წლის ლუსიანო ვიეტომ. სწორედ ამ ორმა გაითამაშა ის კომბინაცია, რომელსაც შეხვედრის ერთადერთი გოლი მოყვა.
ტურის ცენტრალური მატჩი კი "ბომბონერაზე" გაიმართა. ხერარდო მარტინოს "ნიუელსმა" ისევ არ წააგო და ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება, მაგრამ ფრე "ძველი ბიჭებისთვის" იდეალური შედეგი ნამდვილად არ იყო.
"ბოკა ხუნიორსმა" კი ტურნირის მოგების ყველანაირი შანსი დაკარგა, არადა ფალსიონის გუნდს ხელსაყრელი კალენდარი ჰქონდა - მომდევნო ტურში "ბოკა" ლიდერ "ველესს" ხვდება, იმის შემდეგ კი "რასინგს". როგორც ხედავთ, ყველაფერი მათ ხელში იყო და კონკურენტების დამარცხების შემთხვევაში ტორნეო ინისიალის მოგების ძალიან კარგი შანსი ექნებოდათ, მაგრამ...
ტური სკანდალის გარეშე ვერ დასრულდა. "ინდეპენდიენტეს" და "ბელგრანოს" მატჩი მეორე ტაიმის დასაწყისში შეწყდა და აღარც გაგრძელებულა. პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები ხორხე ველასკესის გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით იგებდნენ.
მეორე ტაიმის დებიუტში, მასპინძელთა ქომაგებმა მოედანზე სამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადააგდეს, რომელთაგანაც ერთი "ბელგრანოს" მეკარე ხუან კარლოს ოლავეს სიახლოვეს აფეთქდა (იხილეთ ვიდეო).
ამ ფაქტის შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა საულ ლავერნიმ მატჩი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური
არ. ხუნიორსი-ესტუდიანტესი 2:1
გოლები: 1:0 ბარსოლა (18), 1:1 დ. საპატა (59), 2:1 ლ. ნუნიესი (90).
უნიონი-სან ლორენსო 2:2
გოლები: 0:1 სტრაკვალურსი (10-პენ), 1:1 ფრანსოია (15), 2:1 ბიანკი (45), 2:2 ბორდაგარაი (49).
კილმესი-ველესი 0:1
გოლი: 0:1 ფ. ფერეირა (57).
ოლ ბოისი-კოლონი 1:1
გოლები: 0:1 პრედიგერი (32), 1:1 ხ. როდრიგესი (46).
გოდოი კრუსი-რასინგი 0:1
გოლი: 0:1 ვიეტო (49).
ლანუსი-სან მარტინი 2:1
გოლები: 1:0 დ. ვალერი (33), 2:0 ს. რომერო (41-პენ), 2:1 ალარკონი (41).
ტიგრე-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 ლისანდრო ლოპესი (38)
ბოკა-ნიუელსი 0:0
ატლ. რაფაელა-რივერი 0:0
ინდეპენდიენტე-ბელგრანო (შეწყდა)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 15 10 2 3 24-11 32
2. ლანუსი 15 9 2 4 21-9 29
3. ნიუელსი 15 7 8 0 14-6 29
4. რასინგი 15 7 5 3 17-7 26
5. ბელგრანო 14 7 5 2 17-9 26
6. ბოკა ხუნიორსი 15 6 6 3 19-17 24
7. რივერ პლეიტი 15 5 6 4 23-14 21
8. ესტუდიანტესი 15 6 3 6 15-15 21
9. კოლონი 15 4 7 4 19-19 19
10. გოდოი კრუსი 15 5 4 6 12-17 19
11. არსენალი 15 5 4 6 12-21 19
12. ოლ ბოისი 15 4 6 5 16-20 18
13. არ ხუნიორსი 15 4 6 5 16-21 18
14. კილმესი 15 3 8 4 15-17 17
15. ატლ. რაფაელა 15 4 5 6 18-21 17
16. სან ლორენსო 15 3 7 5 15-18 16
17. სან მარტინი 15 4 3 8 18-20 15
18. ინდეპენდიენტე 13 3 5 5 9-13 14
19. ტიგრე 14 0 7 7 11-23 7
20. უნიონი 15 0 5 10 13-26 5
ბომბარდირები
9 - სკოკო (ნიუელსი); 8 - ფ. ფერეირა (ველეს სარსფილდი); 7 - მარტინუჩიო (კილმესი); 6 - ბორგელიო (ოლ ბოისი).
სარელეგაციო ცხრილი
თ ქ საშ.
15. ატლ. რაფაელა 53 67 1.264
16. სან მარტინი 53 63 1.189
17. სან ლორენსო 91 107 1.176
18. ინდეპენდიენტე 89 104 1.169
19. კილმესი 15 17 1.133
20. უნიონი 53 55 1.038
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"