20 წლის ფეხბურთელის შეძენა ბევრ ევროპულ გრანდს სურდა, მაგრამ ყველას პარიზულმა გუნდმა აჯობა და ბრაზილიელში დაახლოებით 45 მილიონი ევრო გადაიხადა.
კარლო ანჩელოტის გუნდი ლიგა 1-ში მესამე პოზიციაზეა და ლიდერ "ლიონს" ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა მოურა დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონის ტიტულს მისი ახალი გუნდი დაეუფლება:
"საჩემპიონო გუნდს ერთ დღე-ღამეში ვერ ააშენებ, ამას გარკვეული დრო სჭირდება.
ლუკასმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც პარიზში გადასვლას დათანხმდა: "პსჟ-ს წინადადებაზე თანხმობა განვაცხადე, რადგან გრანდში თამაში მსურდა. გარდა ამისა, ამ გუნდში ბევრი ბრაზილიელი თამაშობს და ჩემს არჩევანზე ამ ფაქტორმაც იმოქმედა.
ასევე, მათ წლის ბოლომდე "სან პაულოში" დარჩენის საშუალება მომცეს. მე კი ამ გუნდიდან ტიტულის და ლიბერტადორესის თასის საგზურის გარეშე წასვლა არ მინდოდა".
"სან პაულო" ბრაზილიის ჩემპიონატში, რომლის დამთავრებამდეც ორი ტური დარჩა, მეოთხე ადგილზეა და ლიბერტადორესის თასის საგზური გარანტირებული აქვს. გარდა ამისა, მოურას გუნდი კოპა სუდამერიკანას 1/2-ფინალშია, სადაც დღეს დილით, პირველ შეხვედრაში "უნივერსიდად კათოლიკას" დაუპირისპირდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"