"სანტოსმა" მონტილიო შეიძინა და რობინიოს შეეშვა

AutoSharing Option
"სანტოსმა" ბრაზილიური სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გადაიბირა.

არგენტინელი ვალტერ მონტილიო, "კრუზეიროში" გატარებული სამი წლის შემდეგ, სან პაულოს ბინადარში გადადის. 

28 წლის ფეხბურთელში, რომელმაც "კრუზეროს" რიგებში 89 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, "სანტოსმა" 5.6 მილიონი ევრო გადაიხადა.

"ტრასნფერი გადაწყვეტილია, მხოლოდ ინდივიდუალური კონტრაქტის დეტალები დარჩა შესათანხმებელი და აქაც არანაირი პრობლემა არ იქნება," – განაცხადა "სანტოსის" ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.

მონტილიო ახალ კლუბში მე-10 ნომერს მოირგებს. არგენტინელი, ნეტოს, რენე ჟუნიორის და პინგას შემდეგ, "სანტოსის" მეოთხე
ახალწვეულია.

ამ ტრანსფერის შემდეგ გადაწყდა, რომ რობინიო ყოფილ კლუბში აღარ დაბრუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრაზილიელი "მილანში" დარჩება, რადგან მისი შეძენით "ფლამენგო" და "ფლუმინენსე" არიან დაინტერესებულნი, თუმცა პრესის ინფორმაციით, "როსონირის" 28 წლის ფეხბურთელში 12 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც ბრაზილიური კლუბების წარმომადგენელთა აზრით საკმაოდ დიდი თანხაა.

კიდევ ერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა ტრანსფერი შეაფერხოს, რობინიოს გასამრჯელო გახლავთ – ჟურნალისტების ცნობით, ფეხბურთელი წელიწადში 5 მილიონ ევროს ითხოვს და გაურკვეველია, გადაუხდის თუ არა რომელიმე კლუბი მას ამხელა ხელფასს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანის" ბრაზილიელები სამშობლოში ბრუნდებიან

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანტოსი სან პაულოს შტატის გუნდია და სტატიაშიც ეს იგულისხმება...
tato
04:37 11-01-2013
0
სანტოსი სან-პაოლოს გუნდი არაა...
Walkabout
13:21 05-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული