პირველ შეხვედრაში ერთმანეთს პარაგვაის და კოლუმბიის ახალგაზრდული გუნდები შეხვდნენ და გამარჯვება კოლუმბიამ, ჯონ კორდობას გოლის წყალობით მოიპოვა – მექსიკური "ხაგუარესის” 19 წლის ფორვარდმა ხუან ნიეტოს პასით ისარგებლა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
პირველი სათამაშო დღის მთავარი მატჩი კი მოგვიანებით შედგა. ტურნირის მასპინძელმა ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და ჩილეს ნაკრებთან წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 17 წუთი ჩილე მოედანზე 9 კაცით იყო.
"ალბისელესტეს” ჯადოსნური ოთხეული (ლანსინი, იტურბე, სენტურიონი, ვიეტო) თავიდანვე მოედანზე იყო, მაგრამ მასპინძლებმა სტუმართა კარგი დაცვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.
მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე, ნიკოლას კასტილიომ თავური დარტყმით გაიტანა, საგოლე პასი კი "სევილიას” უნიჭიერესმა ნახევარმცველმა, 18 წლის ბრიან რაბელიომ მიითვალა.
გოლის შემდეგ არგენტინა უპირატესობას დაეუფლა. ბრაზილიელმა არბიტრმა სანდრო მეირა რიკიმ სტუმრებს ჯერ სესარ ფუენტესი (44-ე წუთზე), შემდეგ კი მანუელ ბრავო (73-ე წუთზე) გაუძევა, მაგრამ მასპინძლებმა ვერც ამით ისარგებლეს.
საბოლოოდ, 0:1 და ტურნირი საკმაოდ დიდი სენსაციით დაიწყო. მომდევნო ტურში არგენტინა პარაგვაის ეთამაშება, ჩილე კი ბოლივიას, რომელიც პირველ ტურში ისვენებდა.
A ჯგუფი
პარაგვაი-კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 ჯ. კორდობა (35).
არგენტინა-ჩილე 0:1
გოლი: 0:1 ნ. კასტილიო (22).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მომავლის კოპა ამერიკა