პირველი ტაიმის წაგების შემდეგ "ალბისელესტე" მეორე ტაიმში შედარებით გამოცოცხლდა, მაგრამ მათი თამაში, რბილად რომ ვთქვათ, იდეალურისგან შორს იყო. მასპინძლებს ორივე გოლი ბოლივიელთა კიპერმა, გილერმო ვისკარამ აჩუქა. პირველ შემთხვევაში მას ლუკას მელანოს დარტმის აღება მართებდა, 65-ე წუთზე კი, თანაგუნდელისგან მიღებული პასის შემდეგ, მეკარემ ბურთი ხელში აიღო.
ბუნებრივია დაინიშნა თავისუფალი დარტყმა, რომელიც არგენტინელებმა კარგად გაათამაშეს და
დაწინაურების შემდეგ "ალბისელესტეს" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ბოლივიის ნაკრების ძელს მოხვდა. დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამჯერადაც ამოქმედდა – მატჩის 86-ე წუთზე "ველესის" მცველმა ლაუტარი ჯანეტიმ რატომღაც საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არბიტრმა, რა თქმა უნდა, პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად როდრიგო ვარგასმა აქცია და ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა და ახლა არგენტინის ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სასწაული სჭირდება.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩილემ კოლუმბიის ნაკრებს მოუგო და 9 ქულა მოაგროვა. ჩილელთა ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, კრისტიან კუევასმა თავი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით გამოიჩინა. "ოჰიგინსის" 17 წლის ნახევარმცველმა მე-8 წუთზე თავისიანები დააწინაურა, ხოლო ზუსტად ერთ საათში წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩილემ მატჩი 9 კაცით დაასრულა (81-ე წუთზე მელოც გააძევეს), მარიო სალასის გუნდმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამ ჯგუფში ყველაფერი შესაძლოა, მომდევნო ტურში დასრულდეს. კოლუმბია ბოლივიას ხვდება, პარაგვაი კი უმოტივაციო ჩილეს. თუ კოლუმბია და პარაგვაი მოიგებენ, ჯგუფიდან სწორედ ეს ორი გუნდი და ჩილე გავლენ.
I ჯგუფური ეტაპი. III ტური.
A ჯგუფი
ჩილე-კოლუმბია 2:1
გოლები: 1:0 კ. კუევასი (8), 2:0 ლიჩნოვსკი (33), 2:1 კინტერო (84-პენ).
გაძევება: კ. კუევასი (68), მელო (81) - .
არგენტინა-ბოლივია 2:2
გოლები: 0:1 ბეხარანო (12), 1:1 მელანო (49), 2:1 ვიეტო (65), 2:2 რ. ვარგასი (87-პენ).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 3 0 0 0 5-1 9
2. კოლუმბია 2 1 0 1 2-2 3
3. პარაგვაი 2 1 0 1 2-2 3
4. არგენტინა 3 0 1 2 3-5 1
5. ბოლივია 2 0 1 1 2-4 1
ბომბარდირები: 2 – ნ. კასტილიო (ჩილე), კ. კუევასი (ჩილე), ნ. ლოპესი (ურუგვაი), როლანი (ურუგვაი), ვიეტო (არგენტინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: არგენტინამ წააგო... ბრაზილიამაც!