ბრაზილიურ კლუბს მესის ბიძაშვილის შეძენა სურს

AutoSharing Option
ბრაზილიური კლუბი “ვიტორია”, რომელმაც შარშან სერია ა-ს საგზური მოიპოვა, ლიონელ მესის ბიძაშვილის, მაქსი ბიანკუჩის შეძენით არის დაინტერესებული.

ამის შესახებ 28 წლის ფეხბურთელის აგენტმა “ტვიტერის” საშუალებით განაცხადა.

ბიანკუჩიმ ბოლო ორი სეზონი პარაგვაულ “ოლიმპიაში” გაატარა, სადაც ის “კრუს ასულიდან” იყო განათხოვრებული. მექსიკაში წასვლამდე ბიანკუჩი 3 წლის განმავლობაში “ფლამენგოს” ღირსებას იცავდა, სადაც 2009 წელს ბრაზილიის ჩემპიონიც გახდა.

არგენტინელმა ფლანგის შემტევმა ბრაზილიაში დაბრუნების სურვილი “უოლ”-თან საუბრისას გამოთქვა:

“ბრაზილიაში დაბრუნება მსურს, რადგან ამ ქვეყნიდან ყველაზე კარგი წინადადება მივიღე. ყველაფერი უახლოეს რამდენიმე დღეში გადაწყდება და გაიგებთ,
თუ სად ვითამაშებ”.

პრესის ცნობით, ბიანკუჩი, ქალაქ სალვადორის კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული