20 წლის ნეიმარს უთქვამს, პეპთან სიამოვნებით ვიმუშავებდიო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" ნეიმარით სერიოზულად დაინტერესდა, ესპანურმა გაზეთმა AS-მა გაავრცელა, თუმცა ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე წელია, ნეიმარის შესახებ სპეკულაციები არ წყდება, ახალგაზრდა ბრაზილიელი კი ჯერ კიდევ "სანტოსში" თამაშობს.
ბრაზილიური და ევროპული მედია ნეიმარის მომავალს ევროპის თითქმის ყველა გრანდს უკავშირებს, ახლა კი წინა პლანზე "ბაიერნმა" წამოიწია.
ბავარიული გრანდის მთავარი არგუმენტი
თუმცა ბრაზილიელმა იქვე დასძინა, რომ ჯერ ევროპაში გადასვლას არ ჩქარობს: "ბრაზილიაში თავს იდეალურად ვგრძნობ, ევროპაში გადასვლა არ მეჩქარება."
ნეიმარს "სანტოსთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე, ანუ მსოფლიოს იმ ჩემპიონატამდე აკავშირებს, რომელიც სწორედ ბრაზილიაში უნდა გაიმართოს და ცნობილია, რომ მას ამ კონტრაქტის ამოწურვამდე "სანტოსში" დარჩენა უნდა; თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნეიმარი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელია