შტატის ჩემპიონატში "ვასკო და გამას" მეტოქე ზედიზედ 5-ჯერ ჰყავდა დამარცხებული და ამჯერადაც ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ უგოს მიერ 54-ე წუთზე გატანილ გოლს გაუჩოს შეგირდებმა ვერაფრით უპასუხეს და "ბანგუსთან" 2002 წლის შემდეგ პირველად დამარცხდნენ.
მორიგი მატჩები მოიგეს "ფლამ" და "ფლუმ". "ფლამენგოს" მხრიდან ისევ ერნანმა გაიტანა, რომელიც 5 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია. "ფლუმინენსემ" "კისამა" გაანადგურა, მაგრამ პირველ ტაიმში გაუჭირდა. სტუმრებმა ანგარიშის გახსნა
ტურის მთავარი გმირი კი, რა თქმა უნდა, კლარენს ზეედორფი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი კარიერაში პირველად შეასრულა (36 წლის ასაკში). "ბოტაფოგოს" მეტოქე სერია C-ს წევრი "მაკაე" გახლდათ, რომელმაც ფავორიტთან შეხვედრაში დაწინაურება შეძლო, მაგრამ მასპინძლებმა ვერაფერი მოუხერხეს ჰოლანდიელ ვეტერანს, ვინც მართალია, სამი გოლიდან ორი პენალტით გაიტანა, მაგრამ ეს მის მიღწევას ოდნავაც ვერ აკნინებს.
ბრწყინვალე ნეიმარი
"ტაკა გუანაბარას" ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტური დარჩა, რის შემდეგაც ჯგუფების ორი გამარჯვებული ერთმანეთს 1/2-ფინალში დაუპირისპირდება.
მეხუთე ტურში "სანტოსის" და "სან პაულოს" 243-ე დერბი გაიმართა. უშუალოდ პაულისტას ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს 168-ედ შეხვდნენ და "სანტოსმა" 48-ე გამარჯვება მოიპოვა.
წლევანდელი დერბის გმირი ნეიმარი გახდა, რომელმაც, გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა (პენალტით), ასევე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. "ვუნდერკინდ" თანაგუნდელს არ ჩამორჩა ესეკილ მირალიესი, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა "კორინთიანსმა". მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონმა აუტსაიდერი "ოესტე" გაანადგურა. ტიტეს გუნდში სადებიუტი შეხვედრა ჩაატარა ალეშანდრე პატომ, რომელმაც გოლი ცვლილებაზე შემოსვლიდან 3 წუთში გაიტანა. პატომ პაოლო გერერო შეცვალა, ვინც მანამდე დუბლი გაიფორმა. თითო გოლი პაულინიომ და დანილომ გაიტანეს, ემერსონ შეიკმა კი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, თორემ ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
ძლივს გადაურჩა მარცხს "პალმეირასი", ვინც მცველმა ენრიკემ იხსნა – "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა (კატალონიურ გუნდში ერთი მატჩიც არ უთამაშია), ორი გოლი გაიტანა, აქედან მეორე არბიტრის მიერ დამატებულ დროში. გოლი არ გაუტანიათ ხორხე ვალდივიას და ერნან ბარკოსს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამჯერად აქტიურნი იყვნენ.
კარიოკა. ტაკა გუანაბარა. V ტური.
მაკაე-ბოტაფოგო 1:3
გოლები: 1:0 ჯოუნსი (5), 1:1 ზეედორფი (9), 1:2 ზეედორგი (78-პენ), 1:3 ზეედორფი (87-პენ).
კისამა-ფლუმინენსე 0:3
გოლები: 0:1 ჟეანი (45), 0:2 ვაგნერი (73), 0:3 ფრედი (85-პენ).
ფლამენგო-ნოვა იგუასუ 1:0
გოლი: 1:0 ერნანი (67).
ვასკო-ბანგუ 0:1
გოლი: 0:1 უგო (54).
რესენდე-ოლარია 1:1
ვოლტა რედონდა-დუკე დე კაშიასი 0:0
მადურეირა-აუდაქს რიო 1:2
ბოავიშტა-ფრიბურგენსე 1:0
A ჯგუფი: 1. ბოტაფოგო – 11 ქულა, 2. ვასკო და გამა – 9, 3. მადურეირა – 8, 4. ფრიბურგენსე – 7, 5. ვოლტა რედონდა – 5, 6. ნოვა იგუასუ – 4, 7. ოლარია – 2, 8. კისამა – 1.
B ჯგუფი: 1. ფლამენგო – 13 ქულა, 2. ფლუმინენსე -11, 3. აუდაქს რიო – 10, 4. ბანგუ – 8, 5. ბოავიშტა – 7, 6. რესენდე – 6, 7. დუკე დე კაშიასი – 4, 8. მაკაე – 3.
ბომბარდირები: 5 – ერნანი (ფლამენგო); 4 – ფრონტინი (ვოლტა რედონდა), ბერნარდო (ვასკო და გამა).
პაულისტა. V ტური.
სანტოსი-სან პაულო 3:1
გოლები: 1:0 მირალიესი (39), 2:0 ნეიმარი (49-პენ), 2:1 ჟადსონი (65), 3:1 მირალიესი (70).
კორინთიანსი-ოესტე 5:0
გოლები: 1:0 გერერო (10), 2:0 გერერო (13), 3:0 პაულინიო (41), 4:0 დანილო (70), 5:0 პატო (74).
XV დე პირასიკაბა-პალმეირასი 3:3
გოლები: 1:0 მარსიო დიოგო (2), 1:1 ენრიკე (39), 1:2 მარსიო არაუჟო (53), 2:2 დიგინიო (75-პენ), 3:2 ვინისიუს ბოვი (82), 3:3 ენრიკე (90).
მირასოლი-იტუანო 0:1
ლინენსე-პაულისტა 3:0
პონტე პრეტა-პენაპოლენსე 2:0
ბოტაფოგო სპ-გუარანი 3:1
სან ბერნადრო-სან კაეტანო 4:1
ატლ. სოროკაბა-უნიაო ბარბარენსე 4:0
მოჟი მირიმი-ბრაგანტინო 4:1
სატურნირო მდგომარეობა: 1. სანტოსი – 13 ქულა, 2. პონტე პრეტა – 13, 3. ლინენსე – 11, 4. მოჟი მირიმი – 10, 5. კორინთიანსი – 10, 6. ბოტაფოგო სპ – 10, 7. პენაპოლენსე – 9, 8. პალმეირასი – 8, 9. სან პაულო (3თ) – 6, 10. ბრაგანტინო – 6, 11. ატლ. სოროკაბა – 5, 12. XV დე პირასიკაბა – 5, 13. პაულისტა – 5, 14. იტუანო – 5, 15. სან ბერნარდო – 4, 16. სან კაეტანო (4თ) – 4, 17. უნიო ბარბარენსე (4თ) – 4, 18. მირასოლი – 1, 19. გუარანი – 1, ოესტე – 1.
ბომბარდირები: 5 – ნეიმარი (სანტოსი); 4 – ბრუნინიო (ატლ. სოროკაბა), მირალიესი (სანტოსი), ფაუსტო (ლინენსე), გუარუ (პენაპოლენსე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილიაში შტატების ჩემპიონატები - პაულისტა და კარიოკა დაიწყო