"ფინალურ" მატჩამდე სხვა ოთხმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების ბედი გაარკვია. ურუგვაის ნაკრები, რომელიც გადამწყვეტი ჯგუფის სტარტის წინ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, უმოტივაციოდ დარჩენილ ეკვადორს 1:0 მოუგო და მუნდიალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკოლას ლოპესმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს ბურთი მე-6 იყო და "რომას" ფორვარდი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ამის შემდეგ მოედანზე ჩილე და პერუ გამოვიდნენ.
ბოლოს კი მოედანზე კოლუმბია და პარაგვაი გამოვიდნენ. წყვილში ფავორიტად კოლუმბია მიიჩნეოდა და საბოლოოდ კარლოს რესტრეპოს გუნდმა ეს სტატუსი გაამართლა. ეს გუნდები წლევანდელ კოპა ამერიკაზე ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ გამარჯვება კოლუმბიას დარჩა (1:0, გოლი ჯონ კორდობამ გაიტანა).
კორდობას თავი ამჯერად არ გამოუჩენია (37-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა), სამაგიეროდ, შეხვედრის 25-ე წუთზე ანგარიში "პესკარას" ნახევარმცველმა ხუან კინტერომ გახსნა. კინტეროსთვის ეს მეხუთე გოლი იყო და ამ შედეგით ის საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (კორდობას გაასწრო).
შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში (55-ე წუთზე) კოლუმბიელებმა საკუთარი უპირატესობა ორამდე გაზარდეს – ბურთი ჟერსონ ვერგარამ გაიტანა. ამის შემდეგ უპირატესობას პარაგვაი დაეუფლა, მაგრამ კოლუმბიელები თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ. ფავორიტის დაცვის ხაზი ერთხელ, 89-ე წუთზე შეცდა, რითიც ხორხე როხასმა ისარგებლა. მეტის გასაკეთებლად პარაგვაელებს დრო არ ეყოთ და საბოლოოდ დამარცხდნენ.
კოლუმბია ახალგაზრდული კოპა ამერიკას გამარჯვებული მესამედ გახდა (წინა ორი 1987 და 2005 წლებში მოიგო). მათთან ერთად, ზაფხულში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ღირსებას პარაგვაი, ურუგვაი და ჩილე დაიცავენ.
20-წლამდელთა კოპა ამერიკა. ფინალური ჯგუფი. ბოლო ტური.
ურუგვაი-ეკვადორი 1:0
გოლი: 1:0 ნ. ლოპესი (6).
ჩილე-პერუ 1:1
გოლები: 0:1 ე. ფლორესი (7), 1:1 რაბელიო (34).
კოლუმბია-პარაგვაი 2:1
გოლები: 1:0 კინტერო (25), 2:0 ვერგარა (55), 2:1 ხ. როხასი (89).
თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 5 4 0 1 6-3 12
2. პარაგვაი 5 3 1 1 7-4 10
3. ურუგვაი 5 3 0 2 5-3 9
4. ჩილე 5 2 1 2 7-6 7
5. პერუ 5 1 2 2 6-8 5
6. ეკვადორი 5 0 0 5 4-11 0
ბომბარდირები: 6 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 5 – კინტერო (კოლუმბია), ნ. კასტილიო (ჩილე), ი. რეინა (პერუ); 4 – დერლის გონსალესი (პარაგვაი), როლანი (ურუგვაი), ჯ. კორდობა (კოლუმბია), ესტერილია (ეკვადორი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: პარაგვაი ან კოლუმბია