[შვედეთი-არგენტინის წინ] ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მესი ინდივიდუალურად ყველაზე მაგარია

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ "ბარსელონას" არგენტინელი ლეგიონერი ლიონელ მესი ინდივიდუალურად მსოფლიოში ყველას სჯობს.

მან ეს განცხადება არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ერთი სეზონი იბრაჰიმოვიჩი და მესი "ბარსელონაში" ერთად თამაშობდნენ:

"ლეო მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ინდივიდუალური თვალსაზრისით, ის მსოფლიოში საუკეთესოცაა. ამიტომაც იგებს ამდენ ტიტულს კარიერაში. რაც შეეხება თავად თამაშს არგენტინის ნაკრებთან, ვფიქრობ, მეტოქისთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან მათ ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ და ყველას სასტარტოში სურს თავის დამკვიდრება", - განაცხადა
ზლატანმა.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ხოსეპ გვარდიოლა მხდალია. ის ჩემი კარიერის ყველაზე სუსტი მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული