ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: რივალდოს მორიგი გოლი

AutoSharing Option
პაულისტას მე-8 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "პონტე პრეტასა" და "სანტოსს" შორის გაიმართა. ლიდერების შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არა რომელიმე გოლი, არამედ გაძევება იყო. შეხვედრის 45-ე წუთზე ნერვებმა ნეიმარს უმტყუნეს, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან მიბრძანება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელმა, მიუხედავად ხანმოკლე კარიერისა, უკვე მე-5 წითელი ბარათი მიიღო. აი, რა განაცხადა თამაშის შემდეგ ნეიმარმა:

"წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ბურთისთვის ვიბრძოდით, რასაც მცირე შეკამათება და წაკინკლავება მოჰყვა, შემდეგ კი ჩვენ წითელი ბარათები გვიჩვენეს. ჩემი აზრით, იმ სიტუაციაში წითელი ბარათი აშკარად
ზედმეტი იყო. სამწუხაროა, რომ ასეთი სიმკაცრის გამო ფეხბურთი ქომაგებისთვის, ფეხბურთელებისა
და მაყურებლებისთვის უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება".

მორიგი მატჩი წააგო "სან კაეტანომ" და ეს გუნდი მე-19 პოზიციას იკავებს. სამაგიეროდ, კვლავ გაიტანა რივალდომ – 40 წლის ვეტერანმა მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი შეაგდო.

"კორინთიანსის" და "პალმეირასის" 279-ე დერბი ფრედ დასრულდა. სტუმართა მხრიდან ორი საგოლე პასი "ვერდერის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ვესლიმ შეასრულა, ხოლო "ტიმაო" წაგებას ცვლილებაზე გამოსულმა ალეშანდრე პატომ და რომარინიომ იხსნეს – 73-ე წუთზე ამ უკანასკნელს საგოლე პასი სწორედ პატომ გაუკეთა.

***
ტაკა გუანაბარას ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ედერ ლუიშის და ბრემენის "ვერდერის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, კარლოს ალბერტოს გოლებით უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო "ვასკო და გამამ", რომელიც ახლა ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

გაიმარჯვა "ფლუმინენსემაც", ვისაც რამდენიმე ლიდერი აკლდა, მაგრამ "ვოლტა რედონდას" დამარცხება მაინც არ გასჭირვებია.

მორიგი მატჩი მოიგო "ფლამენგომ" და ჯგუფში პირველობა გაინაღდა. "ბოტაფოგოსთან" გამართული 296-ე დერბის ერთადერთი გოლი ერნანმა გაიტანა, ვინც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ "ბოტას" "ფლა" უკვე 10 თამაშია (ყველა ტურნირზე), არ დაუმარცხებია, ხოლო ამ გუნდების ბოლო 23 შეხვედრიდან 13 ფრედ დასრულდა, 8 "მენგომ" მოიგო, "ბოტაფოგომ" კი მხოლოდ 2-ში იმარჯვა.

პაულისტა. VIII ტური.

სან პაულო-იტუანო 3:2
გოლები: 1:0 ოსვალდო (19), 1:1 კლეიტონ დომინგეში (31), 2:1 ჟადსონი (50), 2:2 ადაილტონი (73), 3:2 განსო (89).

სან კაეტანო-ბრაგანტინო 1:2
გოლები: 0:1 ლინკომი (10), 1:1 რივალდო (33), 1:2 ლინკომი (89).

კორინთიანსი-პალმეირასი 2:2
გოლები: 1:0 ემერსონ შეიკი (18), 1:1 ვილსონი (30), 1:2 ვინისიუსი (53), 2:2 რომარინიო (73).

პონტე პრეტა-სანტოსი 3:1
გოლები: 1:0 ბრუნო სილვა (12), 2:0 ალემაო (82), 2:1 ანდრე (87), 3:1 ალემაო (90).
გაძევება: არტური (45. პონტე პრეტა), ნეიმარი (45. სანტოსი)

მირასოლი-ბოტაფოგო სპ 4:3

სან ბერნარდო-პაულისტა 0:0

ოესტე-პენაპოლენსე 2:0

ატლ. სოროკაბა-ლინენსე 2:3

XV დე პირასიკაბა-გუარანი 2:3

უნიაო ბარბარენსე-მოჟი მირიმი 1:2

სატურნირო მდგომარეობა
1. პონტე პრეტა – 18 ქულა, 2. ლინენსე – 16, 3. მოჟი მირიმი – 14, 4. სანტოსი – 14, 5. სან პაულო (6 თამაშიდან) – 13, 6. პენაპოლენსე – 13, 7. პალმეირასი – 13, 8. კორინთიანსი – 13, 9. ბოტაფოგო სპ – 12, 10. ბრაგანტინო – 12, 11. პაულისტა – 10, 12. XV დე პირასიკაბა – 9, 13. უტიანო – 9, 14. ოესტე – 8, 15. მირასოლი – 7, 16. გუარანი – 7, 17. ატლ. სოროკაბა – 6, 18. უნიაო ბარბარენსე (7 თამაშიდან) – 5, 19. სან კაეტანო (7 თამაშიდან) – 5, 20. სან ბერნარდო – 5

ბომბარდირები: 6 – ნეიმარი (სანტოსი), ლინკომი (ბრაგანტინო); 5 – მარკოს დიოგო (XV დე პირასიკაბა), მირალიესი (სანტოსი), რონი (მოჟი მირიმი).

კარიოკა. ტაკა გუანაბარა. VII ტური

ვასკო-აუდაქს რიო 2:0
გოლები: 1:0 ედერ ლუიში (48), 2:0 კარლოს ალბერტო (64).

ვოლტა რედონდა-ფლუმინენსე 1:3
გოლები: 0:1 სამუელ როსა (6), 0:2 სამუელ როსა (42), 1:2 ლეო ანდრადე (61), 1:3 მარკოს ჟუნიორი (90).

ფლამენგო-ბოტაფოგო 1:0
გოლი: 1:0 ერნანი (3).

მადურეირა-ბანგუ 2:3

რესენდე-ფრიბურგენსე 1:1

ბოავიშტა-ოლარია 1:0

მაკაე-ნოვა იგუასუ 1:0

კისამა-დუკე დე კაშიასი 1:1

სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი
: 1. ბოტაფოგო – 14 ქულა, 2. ვასკო – 13, 3. მადურეირა – 11, 4. ფრიბურგენსე – 8, 5. ვოლტა რედონდა – 6, 6. კისამა – 5, 7. ნოვა იგუასუ – 4, 8. ოლარია – 3.

B ჯგუფი: 1. ფლამენგო – 19 ქულა, 2. ფლუმინენსე – 15, 3. ბოავიშტა – 13, 4. ბანგუ – 11, 5. აუდაქს რიო – 11, 6. მაკაე – 7, 7. რესენდე – 7, 8. დუკე დე კაშიასი – 5.

ბომბარდირები: 8 – ერნანი (ფლამენგო); 4 – ჩარლზ ჩადი (დუკე დე კაშიასი), დერლეი (მადურეირა), ფრონტინი (ვოლტა რედონდა), ზეედორფი (ბოტაფოგო), მარსელი (რესენდე), ბერნარდო (ვასკო და გამა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შტატების ჩემპიონატები: რივალდოს შედეგიანი დებიუტი და როჟერიო სენის მორიგი გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული