კარლოს ბიანკის გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობით იყო, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და სრულიად დამსახურებული მარცხი განიცადა. რიკელმეს ცუდად არ უთამაშია, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა. მასპინძელთა რიგებში ასევე ახალგაზრდა შემტევი სებასტიან პალასიოსი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც სადებიუტო შეხვედრას ატარებდა და საკმაოდ აქტიურიც გახლდათ.
ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა "რივერ პლეიტმა", რომელიც სტუმრად ხუან ანტონიო პიცის "სან ლორენსოსთან" დამარცხდა. მასპინძლები პირველივე წუთზე დენის სტრაკვალურსის გოლით დაწინაურდნენ, მეორე ბურთი კი ახალწვეულმა მაურო სეტომ გაიტანა, რომელიც არგენტინაში ევროპაში გატარებული 11 წლის შემდეგ დაბრუნდა.
"სან ლორენსომ", თავის მხრივ, პირველი გამარჯვება მოიპოვა და სარელეგაციო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. პიცის მოსვლის შემდეგ ვიგო მორტენსენის საყვარელმა გუნდმა მკვეთრად მოუმატა და თუ ასე გააგრძელა, არა მარტო გავარდნა არ დაემუქრება, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც კი გაუჩნდება.
პირველი ქულები დაკარგა "ლანუსმა", რომელიც სტუმრად "რასინგს" ხვდებოდა. შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გილერმო ბაროს შელოტოს გუნდს გოლი ჯერ კიდევ არ გაუშვია. "ლანუსის" კიპერის, კლაუდიო მარჩეზინის მშრალი სერია უკვე 463 წუთია, გრძელდება – ბოლოს გოლი მარჩეზინიმ 3 დეკემბერს, "რივერთან" გამართული შეხვედრის 77-ე წუთზე გაუშვა და მას შემდეგ 5 მატჩია, კარს მშრალად ინახავს.
"უნიონის" მოგება რომ არა, ტურის მთავარი მოულოდნელობა "არხენტინოს ხუნიორსის" არწაგება იქნებოდა. ტორნეო ფინალის ყველაზე სუსტმა გუნდმა, მოედანზე 9 კაცით დარჩენის მიუხედავად, "გოდოი კრუსისგან" გოლი არ გაუშვა და პირველი ქულები მოიპოვა.
აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ორი შეხვედრა, რომელშიც 6 გოლი გავიდა. ორივე მატჩი ერთნაირი სცენარით მიმდინარეობდა: სტუმრები ორბურთიანი სხვაობით ორჯერ იგებდნენ (0:2 და 1:3), მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. "კილმესმა" ორი გოლი ბოლო 15 წუთში გაიტანა, ხოლო "კოლონმა" უკანასკნელ პერიოდში ცუდად მოთამაშე "ესტუდიანტესის" კარი ბოლო 6 წუთში ორჯერ აიღო და ქულა გადაარჩინა.
არგენტინა. ტორნეო ფინალი. IV ტური:
კილმესი-ატლ. რაფაელა 3:3
გოლები: 0:1 ელუჩანსი (48), 0:2 ხ. როდრიგეს როხასი (66), 1:2 მენენდესი (68), 1:3 ე. დომინგესი (74), 2:3 კაუტერუჩიო (75), 3:3 ფონტანინი (87-საკ. კარში).
ნიუელსი-ბელგრანო 2:0
გოლები: 1:0 სკოკო (30), 2:0 ურუტი (90).
კოლონი-ესტუდიანტესი 3:3
გოლები: 0:1 მ. ნუნიესი (4), 0:2 რ. მარტინესი (12), 1:2 ჟიგლიოტი (24), 1:3 დ. საპატა (62-პენ), 2:3 კურუჩეტი (84), 3:3 ბერნარდელიო (90).
გაძევება: ლოლო (90. ესტუდიანტესი).
არსენალი-ინდეპენდიენტე 1:0
გოლი: 1:0 ლისანდრო ლოპესი (44).
გაძევება: კონტერა (81. ინდეპენდიენტე).
გოდოი კრუსი-არ. ხუნიორსი 0:0
გაძევება: ლ. როდრიგესი (73. არ. ხუნიორსი), მატელანი (84. არ. ხუნიორსი).
სან ლორენსო-რივერი 2:0
გოლები: 1:0 სტრაკვალურსი (1), 2:0 სეტო (20).
გაძევება: გ. ვერონი (85. სან ლორენსო).
ტიგრე-ოლ ბოისი 2:1
გოლები: 1:0 პერეს გარსია (7-პენ), 1:1 მონტოია (10), 2:1 პერეს გარსია (30).
გაძევება: ესკობარი (84. ტიგრე).
ბოკა-უნიონი 1:3
გოლები: 0:1 ლისიო (27), 0:2 ბიანკი (31), 0:3 მანინი (61), 1:3 ს. სილვა (89).
ველესი-სან მარტინი 3:0
გოლები: 1:0 კუბერო (22), 2:0 ფ. ინსუა (25), 3:0 რესკალდანი (63).
გაძევება: ალდერეტე (40. სან მარტინი), ფრეირე (76. ველესი).
რასინგი-ლანუსი 0:0
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 3 - აუმადა (ოლ ბოისი), ჟიგლიოტი (კოლონი), ლუნა (რივერ პლეიტი), პერეს გარსია (ტიგრე), რომერო (ლანუსი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი).
სარელეგაციო ცხრილი:
თ ქ საშ.
14. არ. ხუნიორსი 99 123 1.242
15. სან ლორენსო 99 123 1.242
16. ატლ. რაფაელა 61 75 1.230
17. ინდეპენდიენტე 99 113 1.141
18. კილმესი 23 26 1.130
19. სან მარტინი 61 68 1.115
20. უნიონი 61 61 1.000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. III ტური: ორწუთიანი მზის დაბნელება