რონალდომ ფერგიუსონი დაწყევლა: სულ დამარცხებულს ევლოს მაგის გუნდს!

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ნათქვამმა ძალიან გაანაწყენა.

მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის წინ, რომელიც "იუნაიტედმა" წააგო, სერ ალექსმა თქვა: "პორტუგალიელი რონალდო (კრიშტიანო) სჯობს ბრაზილიელ რონალდოს - ბებერ მსუქანას". ფერგიუსონმა იქვე დასძინა, რომ ეს სიტყვები სიყვარულით თქვა.

მიუხედავად ამისა, "კიჭა" შოტლანდიელს ვალში არ დარჩა.

"რეალმა" მას პირი ჩემ მაგივრად მოაკეტინა. მისი ნათქვამი უპატივცემულობის გამოხატვა იყო.

პროფესიონალი, რომელიც ამდენი წელია, სპორტშია და რაინდის წოდებას ფლობს, ასე უზრდელურად და მდაბიურად
არ უნდა ლაპარაკობდეს.

მე არ ვცდილობ, ყველას თვალში საუკეთესო ვიყო და იმითაც კმაყოფილი ვარ, რასაც ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მივაღწიე - მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი.

იმედი მაქვს, მისი ხელმძღვანელობით გუნდები ყოველთვის წაგებულები იქნებიან",
- აქვეყნებს რონალდოს სიტყვებს "მარკა".

ასევე იხილეთ:
სერ ალექს ფერგიუსონი: ეს რონალდო იმ "მსუქანა" რონალდოს სჯობს
მკითხველის კომენტარები / 7 /
რონალდო ფენომენი, ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. გენიალური ფენომენი.
მერაბ
10:19 09-03-2013
0
კრიშტიანო ვინ???? ეს კაცი ფენომენია და ვის შეადარეს არ ვიცი ? მსუქანიც კი ჯობია იმ ვიღაცა კრიშტიანო თუ რაც ქვია არც ვიცი
0

სიახლეები პოპულარული