არგენტინის ჩემპიონატში "უნიონთან" სენსაციური წაგების შემდეგ ("უნიონმა" 26-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა), ლიბერტადორესის თასის 6-გზის გამარჯვებულმა "ნასიონალს" უმასპინძლა და მოედანი კვლავ დამარცხებულმა დატოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 37 წლის ანდრე სკოტიმ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი ხუან ალბინმა მიაწოდა.
მეორე ტაიმში სტუმრებს კიდევ ერთი გამოცდილი წევრი, ალეხანდრო ლემბო გაუძევეს, მაგრამ რიკელმემ და კომპანიამ
მოულოდნელად ვერ მოიგო "სან პაულომ". ნეი ფრანკოს შეგირდები სარანდის "არსენალთან" დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 45-ე წუთზე ჟადსონის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა არგენტინელებმა მეორე ტაიმში მოუმატეს – 49-ე წუთზე დარიო ბენედეტომ პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, ბურთს ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ "არსენალი" საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა.
ამავე ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო "ატლეტიკო მინეირომ". ბოლივიური "სტრონგესტის" წინააღმდეგ გოლები ჟომ და რონალდინიომ გაიტანეს. სხვათა შორის, ჟო და ბერნარდი ბომბარდირთა დავის ლიდერებში არიან, რონალდინიო კი სამი საგოლე პასით, ასისტენტებში ერთპიროვნულად ლიდერობს.
"სტრონგესტი" საკმაოდ კარგი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და პროგნოზების მიუხედავად, ამ ჯგუფის აუტსაიდერი სულაც არ არის. ბოლივიელებს შინ ზედიზედ ორი მატჩი ელით ("სან პაულოსთან" და "ატლეტიკო მინეიროსთან"). ლა პასის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, "სტრონგესტს" ორივე მატჩი მოგების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.
სათამაშო დღის ყველაზე უინტერესო მატჩი კი ასუნსიონში გაიმართა. პარაგვაის ერთ-ერთმა გრანდმა "სერო პორტენიომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. მასპინძლები არგენტინული წარმოშობის პარაგვალის, ხუან ფაბროს გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში, კოლუმბიელთა ერთადერთმა ლეგიონერმა, ასევე არგენტინელმა ომარ პერესმა ორი პენალტი გამოიყენა და "სანტა ფეს" პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.
ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი
I ჯგუფი. III ტური.
ბოკა-ნასიონალი 0:1
გოლი: 0:1 სკოტი (20).
გაძევება: ლემბო (74).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ნასიონალი 3 2 1 0 6-4 7
2. ტოლუკა 3 1 1 1 5-5 4
3. ბოკა 3 1 0 2 3-4 3
4. ბარსელონა 3 0 2 1 4-5 2
III ჯგუფი. III ტური
სან პაულო-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 ჟადსონი (45), 1:1 ბენედეტო (49-პენ).
ატლ. მინეირო-სტრონგესტი 2:1
გოლები: 1:0 ჟო (57), 2:0 რონალდინიო (73-პენ), 2:1 მელგარი (90).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 3 3 0 0 9-4 9
2. სან პაულო 3 1 1 1 4-4 4
3. სტრონგესტი 3 1 0 2 4-5 3
4. არსენალი 3 0 1 2 4-8 1
VI ჯგუფი. III ტური
სერო პორტენიო-სანტე ფე 1:2
გოლები: 1:0 ფაბრო (45), 1:1 ო. პერესი (59-პენ), 1:2 ო. პერესი (77-პენ).
გაძევება: ვ. მარტინესი (76. სერო პორტენიო).
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალ გარს. 3 2 1 0 3-1 7
2. სანტა ფე 3 1 2 0 4-3 5
3. დეპ. ტოლიმა 3 1 1 1 3-3 4
4. სერო პორტენიო 3 0 0 3 2-5 0
ბომბარდირები: 3 – ბარეირო (ოლიმპია), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), ჟო (ატლეტიკო მინეირო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: ბრაზილიელთა უიღბლო დღე