კლარენს ზეედორფმა კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
36 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა, რომელიც ბრაზილიურ "ბოტაფოგოში" თამაშობს, კარიერაში პირველად წითელი ბარათი მიიღო.

არასასიამოვნო ინციდენტი "მადურეირასთან" შეხვედრაში მოხდა. ამ მატჩში ზეედორფმა გოლიც გაიტანა, რომელმაც მის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 2:1. თუმცა თამაშის ბოლოს ჰოლანდიელი მოედნიდან გააძევეს.

ზეედორფი უნდა შეეცვალათ და არბიტრმა მიუთითა ჰოლანდიელს, რომ მოედანი სათადარიგოთა სკამთან ახლოს არ გადაეკვეთა, არამედ მოპირდაპირე მხარეს, სადაც უფრო ახლოს იყო. კლარენსმა ამის გამო არბიტრთან კამათი დაიწყო, ხოლო როცა პირველი ყვითელი ბარათი დაინახა, უბრალოდ, ყურადღება აღარ მიაქცია და სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა, რის
გამოც მსაჯმა მას მეორე ყვითელი და შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ეს წითელი ბარათი ზეედორფისთვის პირველია კარიერაში. არადა, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პროფესიონალურ დონეზე 800 მატჩზე მეტი ჩაატარა.

VideoSportall.Ge
კლარენს ზეედორფმა კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო
მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ამ სულელს გაგდების უფლება არ აქვს ასეთ დროს
koba
23:11 25-03-2013
0
ხელი უნდა მოტეხო მაგ მსაჯს :)
lasha
17:08 25-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული