კლარენს ზეედორფის პირველი წითელი ბარათი

AutoSharing Option
პაულისტას მე-12 ტურმა ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია არ შეცვალა. ზედიზედ მე-10 წაუგებელი მატჩი (8 მოგება ამ პერიოდში) ჩაატარა "სან პაულომ", რომელმაც შინ "ბრაგანტინოს" სძლია. მორიგი, უკვე მე-6 გოლი გაიტანა ლუიშ ფაბიანომ, ვინც მოედანს უგოლოდ უკვე სამი მატჩია, არ ტოვებს.

მოიგო "კორინთიანსმაც" და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ტიტეს შეგირდებმა აუტსაიდერი "გუარანი" ხოსე პაოლო გერეროს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს და პაულისტაში დაუმარცხებელი სერია 12 მატჩამდე გაზარდეს.
ცენტრალური შეხვედრა კი "პალმეირასის" და "სანტოსის" დერბი იყო. ნეიმარის და ვალტერ მონტილიოს გარეშე დარჩენილმა "სანტოსმა" მასპინძლებს გოლი
ვერ გაუტანა, თუმცა არც საკუთარ კარში გაუშვა და საბოლოოდ, სან პაულოს შტატის ერთ-ერთი გამორჩეული დერბი 0:0 დასრულდა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც პირველ რვა ადგილზე გასული გუნდი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.

"ტაკა რიოს" მეორე ტურის მთავარი მოვლენა "მადურეირას" და "ბოტაფოგოს" შეხვედრაში მოხდა: 93-ე წუთზე კლარენს ზეედორფმა უაზრო სიტუაციაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა – 38 წლის ფეხბურთელმა კარიერაში პირველი წითელი ბარათი დაიმსახურა. თამაშის შემდეგ ზეედორფი გაოგნებული იყო და ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ წითელი ბარათის მიღების მიზეზს ვერ მიხვდა.

ყველაფერი კი ასე მოხდა: კლარენსმა მოედნის დატოვება განიზრახა და სათადარიგო სკამისკენ გაეშურა, არბიტრმა კი მას მოედნის დატოვება საპირისპირო მხრიდან მოსთხოვა, რაზეც ჰოლანდიელისგან უარი მიიღო. ამის გამო ზეედორფმა პირველი ყვითელი დაიმსახურა, ხოლო როდესაც მოძრაობა ისევ იმავე მიმართულებით გააგრძელა, მსაჯმა ვეტერანს მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი აუფრიალა. "ბოტაფოგოს" ხელმძღვანელობა მსაჯის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

გაძევებამდე ზეედორფმა ბევრი რამ მოასწრო – ჰოლანდიელმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, მანამდე კი დორიას გაატანინა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

"ფლუმინენსემ" და "ფლამენგომ" თავიანთი მატჩები 0:0 დაასრულეს, "ვასკო და გამამ" კი საერთოდ წააგო. ორი ტურის შემდეგ "ფლა" თავის ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა, "ვასკო" კი 0 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

პაულისტა. XIV ტური

სან პაულო-ბრაგანტინო 2:0
გოლები: 1:0 პრეტო (31-ს.კ.), 2:0 ლუიშ ფაბიანო (44).

გუარანი-კორინთიანსი 0:1
გოლი: 0:1 გერერო (6).

პალმეირასი-სანტოსი 0:0
ატლ. სოროკაბა-XV დე პირასიკაბა 0:1
პენაპოლენსე-სან ბერნარდო 3:0
ბოტაფოგო სპ-ლინენსე 3:0
პაულისტა-პონტე პრეტა 0:1
მიჟი მირიმი-მირასოლი 3:1
იტუანო-ოესტე 1:2
უნიოა ბარბარენსე-სან კაეტანო 0:0

სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (13 თამაში) – 32 ქულა, 2. პონტე პრეტა – 30, 3. სანტოსი – 28, 4. მოჟი მირიმი – 26, 5. ბოტაფოგო სპ – 25, 6. კორინთიანსი – 25, 7. პალმეირასი – 25, 8. ლინენსე – 21, 9. პენაპოლენსე – 20, 10. ოესტე – 18, 11. ბრაგანტინო – 18, 12. პაულისტა – 17, 13. სან ბერნარდო – 15, 14. XV დე პირასიკაბა – 14, 15. იტუანო – 13, 16. მირასოლი – 12, 17. სან კაეტანო – 10, 18. ატლ. სოროკაბა – 9, 19. გუარანი – 9, 20. უნიაო ბარბარენსე – 8.

ბომბარდირები: 8 – ვილიამი (პონტე პრეტა); 7 – ლეო ჟაიმე (ბრაგანტინო), სერჟინიო (ოესტე), ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო), ლინკომი (ბრაგანტინო).

***
კარიოკა. ტაკა რიო. II ტური

მადურეირა-ბოტაფოგო 1:2
გოლები: 0:1 დორია (42), 1:1 ჟან კარლოსი (58), 1:2 ზეედორფი (67)
გაძევება: როდრიგო (90. მადურეირა), ზეედორფი (90. ბოტაფოგო).

ნოვა იგუასუ-ვასკო 2:0
დუკე დე კაშიასი-ფლუმინენსე 0:0
ბოავიშტა-ფლამენგო 0:0
კისამა-ოლარია 0:0
რესენდე-მაკაე 2:1
აუდაქს რიო-ბანგუ 1:1
ვოლტა რედონდა-ფრიბურგენსე 1:0

სატურნირო მდგომარეობა:
A ჯგუფი: 1. ბოტაფოგო – 6 ქულა, 2. ვოლტა რედონდა – 6, 3. ოლარია – 4, 4. ფრიბურგენსე – 3, 5. ნოვა იგუასუ – 3, 6. კისამა – 1, 7. მადურეირა – 0, 8. ვასკო და გამა – 0.
B ჯგუფი: 1. რესენდე – 6, 2. ფლუმინენსე – 4, 3. მაკაე – 3, 4. ბანგუ – 2, 5. დუკე დე კაშიასი – 2, 6. ბოავიშტა – 1, 7. ფლამენგო – 1, 8. აუდაქს რიო – 1.

ბომბარდირები: 2 – ლეო სალინო (ნოვა იგუასუ), მარსელი (რესენდე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლარენს ზეედორფმა კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული