ლიბერტადორესის თასი: "პენიაროლი" ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასის მორიგი სათამაშო დღის მთავარი მოვლენა ჯგუფში "პენიაროლის" ჩარჩენა იყო. სამხრეთ ამერიკის 5-გზის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე "დეპორტეს იკიკეს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოუგო. ურუგვაელთა მხრიდან დუბლი 34 წლის მარსელო სალაიეტამ შეასრულა, ერთი გოლი კი მატიას აგირეგარაიმ გაიტანა.

მერვედფინალში გასასვლელად ურუგვაის 37-გზის ჩემპიონს "ველეს სარსფილდის" დახმარება ესაჭიროებოდა, კერძოდ, არგენტინელებს შინ ეკვადორული "ემელეკისთვის" უნდა მოეგოთ, მაგრამ რიკარდო გარეკას შეგირდებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ. სტუმრებმაც არ გარისკეს და საბოლოოდ მატჩი იმ შედეგით დასრულდა, რომელიც ორივე გუნდისთვის მისაღები იყო - 0:0.

საბოლოოდ, ამ
ჯგუფში პირველ ადგილზე "ველეს სარსფილდი" გავიდა. მერვედფინალში, ასევე, "ემელეკი" ითამაშებს. კონტინენტის ერთ-ერთი გრანდი და ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის აზრით, მე-20 საუკუნის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდი "პენიაროლი", ისევე, როგორც "დეპორტეს იკიკე", ტურნირს გამოეთიშა.

მე-2 და მე-6 ჯგუფებში მე-5 ტური დაიწყო. "ტიგრემ", რომელსაც აქამდე ჩატარებულ 4 შეხვედრაში სულ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, "სპორტინგ კრისტალის" კარი სამჯერ აიღო და ძალიან საჭირო სამი ქულა მოიპოვა. ამ მოგების წყალობით არგენტინელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს. ბევრი რამ "პალმეირასის" და "ლიბერტადის" შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

კოლუმბიური დერბი შედგა ქალაქ იბაგეში - "დეპორტეს ტოლიმამ" "სანტა ფე" მიიღო და 3 ქულა გაატანა. მატჩის გმირი 25 წლის კრისტიან მარტინეს ბორხა გახდა, ვინც ორი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს 1/8-ფინალის საგზური მოუპოვა.

ამ მომენტისთვის პლეი ოფის 9 მონაწილეა ცნობილი. ესენი არიან: "ბოკა ხუნიორსი" (არგენტინა), "ნასიონალი" (ურუგვაი), "ატლეტიკო მინეირო" (ბრაზილია), "ველეს სარსფილდი" (არგენტინა), "ემელეკი" (ეკვადორი), "კორინთიანსი" (ბრაზილია), "ტიხუანა" (მექსიკა), "სანტა ფე" (კოლუმბია) და "ოლიმპია" (პარაგვაი).

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

II ჯგუფი. V ტური

ტიგრე-სპ. კრისტალი 3:1
გოლები: 1:0 ლეგისამონი (24), 2:0 პერეს გარსია (49), 3:0 ბოტა (54), 3:1 ლობატონი (71)
გაძევება: ხ. ალვარესი (51. სპორტინგ კრისტალი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიბერტადი 4 2 2 0 7-3 8
2. პალმეირასი 4 2 0 2 4-4 6
3. ტიგრე 5 2 0 3 4-7 6
4. სპ. კრისტალი 5 1 2 2 7-8 5

IV ჯგუფი. VI ტური

პენიაროლი-დეპ. იკიკე 3:0
გოლები: 1:0 სალაიეტა (39), 2:0 სალაიეტა (74), 3:0 აგირეგარაი (76).

ველესი-ემელეკი 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 6 4 1 1 10-3 13
2. ემელეკი 6 3 1 2 5-4 10
3. პენიაროლი 6 3 0 3 7-7 9
4. დეპ. იკიკე 6 1 0 5 5-13 3

VI ჯგუფი. V ტური

დეპ. ტოლიმა-სანტა ფე 1:2
გოლები: 1:0 ჩარა (51), 1:1 მარტინეს ბორხა (60), 1:2 მარტინეს ბორხა (79).

თ მ ფ წ ბ ქ
1. სანტა ფე 5 3 2 0 7-4 11
2. დეპ. ტოლიმა 5 2 1 2 7-5 7
3. რეალ გარს. 4 2 1 1 3-4 7
4. სერო პორტენიო 4 0 0 4 2-6 0

ბომბარდირები: 5 - ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 - ბარეირო (ოლიმპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: სიკვდილის ჯგუფში ინტრიგა მოკვდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული