"სან პაულომ", რომელსაც პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, საკუთარ მოედანზე "XV დე პირასიკაბასთან" წააგო, მეორე ადგილზე მყოფმა "პონტე პრეტამ" კი "მირასოლს" მოუგო.
მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, "სანტოსის" გამარჯვება და ნეიმარის პოკერი იყო - 21 წლის ფეხბურთელმა თითო ტაიმში ორი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
გაირკვა ასევე სამი გუნდის ვინაობა, ვინც მომავალ სეზონში
"ძალიან დამწუხრებული ვარ, ცხოვრებაში ასეთი რამ პირველად გამოვცადე," - განაცხადა 41 წლის რივალდომ.
მეოთხე უიღბლოს ვინაობას კი ბოლო ტური გაარკვევს.
* * *
"ტაკა რიოშიც" ყველაფერი გარკვეულია - ნახევარფინალში "ბოტაფოგო", "ვოლტა რედონდა", "რესენდე" და "ფლუმინენსე" გავლენ. შტატის 4 გრანდიდან ორი: "ვასკო და გამა" და "ფლამენგო" ბრძოლას დიდი ხანია, გამოეთიშნენ.
ამ ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, "ფლა"-"ფლუს" დერბი იყო, რომელიც ნომინალური მასპინძლის გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგებით "ფლამენგომ" ხასიათი ოდნავ გამოიკეთა და გულშემატკივრებს გარკვეულწილად ბოდიში მოუხადა.
სენსაციურად ასპარეზობს "რესენდე", რომელმაც ჯგუფში შესაძლოა პირველი ადგილი დაიკავოს და ამ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე "ვოლტა რედონდას" შეხვდება; მეორე წყვილს კი "ტაკა გუანაბარას" გამარჯვებული "ბოტაფოგო" და რიოს შტატის ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებული "ფლუმინენსე" შეადგენენ.
"ბოტაფოგომ" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. დუბლი შეასრულა ნიკოლას ლოდეირომ და ურუგვაელი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
პაულისტა. XVIII ტური
უნიაო ბარბარენსე-სანტოსი 0:4
გოლები: 0:1 ნეიმარი (8), 0:2 ნეიმარი (27), 0:3 ნეიმარი (46), 0:4 ნეიმარი (51).
სან პაულო-XV დე პირასიკაბა 0:1
გოლი: 0:1 ლუის ედუარდო (56).
პალმეირასი-გუარანი 4:1
გოლები: 1:0 ლეო გაგო (12), 2:0 ვილსონი (30), 2:1 ევერტონი (73), 3:1 ჩარლზი (88), 4:1 რონი (90).
ლინენსე-კორინთიანსი 2:1
გოლები: 0:1 გერერო (3), 1:1 ჟოაო სალესი (56), 2:1 ლეანდრო ბრაზილია (64).
ბოტაფოგო სპ-ბრაგანტინო 1:0
პონტე პრეტა-მირასოლი 2:0
სან ბერნარდო-მოჟი მირიმი 1:2
პაულისტა-იტუანო 2:3
ატლ. სოროკაბა-ოესტე 1:0
პენაპოლენსე-სან კაეტანო 1:1
სატურნირო მდგომარეობა:1. სან პაულო - 41 ქულა, 2. პონტე პრეტა - 37, 3. მოჟი მირიმი - 36, 4. სანტოსი - 36, 5. პალმეირასი - 34, 6. კორინთიანსი - 32, 7. ბოტაფოგო სპ - 31, 8. პენაპოლენსე - 28, 9. ლინენსე - 27, 10. ბრაგანტინო - 24, 11. XV დე პირასიკაბა - 22, 12. ატლ. სოროკაბა - 19, 13. ოესტე - 19, 14. პაულისტა - 17, 15. სან ბერნარდო - 17, 16. იტუანო - 17, 17. მირასოლი - 15, 18. სან კაეტანო - 13, 19. უნიაო ბარბარენსე - 13, 20. გუარანი - 10.
ბომბარდირები: 12 - ნეიმარი (სანტოსი); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 9 - ლინკომი (ბრაგანტინო); 8 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო).
კარიოკა. ტაკა რიო. VI ტური
ვასკო-კისამა 3:1
გოლები: 1:0 დედე (32), 2:0 კ. ტენორიო (34), 2:1 გუსტავო კორეია (39), 3:1 ტიაგინიო (90).
ბოტაფოგო-ნოვა იგუასუ 4:1
გოლები: 1:0 ზეედორფი (18), 2:0 ლოდეირო (57), 3:0 ლოდეირო (69), 3:1 დიეგონიო ბატიშტა (86), 4:1 ვიტინიო (89).
ფლამენგო-ფლუმინენსე 3:1
გოლები: 1:0 ერნანი (8), 2:0 რენატო აბრეუ (44-პენ), 3:0 რენატო აბრეუ (47), 3:1 რაფაელ სობისი (66).
ბოავიშტა-დუკე დე კაშიასი 1:2
ვოლტა რედონდა-ოლარია 0:0
მაკაე-ბანგუ 1:0
ფრიბურგენსე-მადურეირა 2:2
რესენდე-აუდაქს რიო 2:1
სატურნირო მდგომარეობა:
A ჯგუფი:1. ბოტაფოგო - 18 ქულა, 2. ვოლტა რედონდა - 13, 3. ნოვა იგუასუ - 8, 4. ვასკო - 7, 5. ფრიბურგენსე - 7, 6. ოლარია - 6, 7. მადურეირა - 5, 8. კისამა - 2.
B ჯგუფი:1. რესენდე - 15, 2. ფლუმინენსე - 13, 3. დუკე დე კაშიასი - 9, 4. ფლამენგო - 8, 5. აუდაქს რიო - 7, 6. მაკაე - 6, 7. ბოავიშტა - 5, 8. ბანგუ - 3.
ბომბარდირები: 5 - ლოდეირო (ბოტაფოგო); 4 - ვიტინიო (ბოტაფოგო), ჰიროში (რესენდი), მაიკლი (ფლუმინენსე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნეიმარმა "სანტოსის" მაისურით 50 წუთში პოკერი შეასრულა [VIDEO]