ფანებმა ფეხბურთელები ჯერ სცემეს, შემდეგ კი ფული და პირადი ნივთები წაართვეს.
გუნდის მწვრთნელის, ხოსე მარია ლიოლის თქმით, თავდასხმა არგენტინის თასიდან გუნდის გამოვარდნიდან მეორე დღეს მოხდა. "ურაკანმა" ელიტური დივიზიონის კლუბ "გოდოი კრუსთან" ანგარიშით 0:1 წააგო.
თავდამსხმელებს ასევე დაუზიანებიათ კლუბის ფეხბურთელთა და თანამშრომელთა რვა ავტომობილი.