გუნდი რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა და შესაბამისად, კარლოს ბიანკი მათ შემცვლელებს ეძებს. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ "ბოკა" "კოლონის" ფორვარდის, ემანუელ ჟიგლიოტის შეძენით იყო დაინტერესებული. გუშინ ყველაფერი მოგვარდა - 26 წლის ფორვარდი, რომელიც იგნასიო სკოკოსთან ერთად ტორნეო ფინალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, კარიერას ბიანკის გუნდში გააგრძელებს. ჟიგლიოტი "ნოვარას" ეკუთვნოდა და "კოლონში" იქიდან იყო განათხოვრებული. იტალიურმა კლუბმა ფორვარდის სანაცვლოდ 1,1 მილიონი ევრო მიიღო.
ჟიგლიოტის გარდა, "ბოკამ" "ბარსელონას" სარეზერვო გუნდიდან სერხიო არაუხო
კიდევ ერთი მოთამაშე, რომლის დამატებასაც კარლოს ბიანკი აპირებს, "სან მარტინის" შემტევი კლაუდიო რიანიო გახლავთ. 24 წლის თავდამსხმელმა ტორნეო ფინალის ბოლო ტურები შესანიშნავად ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. არგენტინელი ჟურნალისტების ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში არსებული პრობლემების მიუხედავად, რიანიო უახლოეს დღეებში "ბოკას" ფეხბურთელი გახდება და კლუბს მოსამზადელ ეტაპზე შეუერთდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბოკა ხუნიორსი" ცვლილებებს გეგმავს