ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯალმა სანტოსი გარდაიცვალა

AutoSharing Option
84 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯალმა სანტოსი.

ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 1 ივლისიდან მოყოლებული საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პნევმონია და მის შედეგად გამოწვეული ინფარქტი გახდა.

ჯალმა სანტოსმა ფეხბურთში მცირე რევოლუცია მოახდინა - ის იყო პირველი მცველი, რომელიც შეტევებში აქტიურად ერთვებოდა.

მან საკლუბო კარიერა ძირითადად ორ გუნდში გაატარა - 1948-1959 წლებში სანტოსი "პორტუგეზაში" თამაშობდა, სადაც 434 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, 1959-1969 წლებში კი "პალმეირასის" ღირსებას იცავდა - 498 თამაში, 10
გოლი.

კარიერა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "ატლეტიკო პარანაენსეში", 1970 წელს დაასრულა (32 თამაში, 2 გოლი).

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა (1958, 1962), რომელიც მუნდიალების სიმბოლურ ნაკრებში 3-ჯერ მოხვდა (ასეთი მის გარდა მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერია), ბრაზილიის ნაკრებში პირველად 1952 წელს ითამაშა და 1968 წლამდე "სელესაოს" მაისური 98 შეხვედრაში (3 გოლი) მოირგო.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სანტოსი არასდროს გაუძევებიათ.

ასევე იხილეთ:
The Greatest XI: პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული