ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ყატარულმა კლუბმა გაავრცელა, თუმცა იმ დროს, როდესაც ეს სიტყვები იწერებოდა, სიკვდილის მიზეზი უცნობი იყო. ზოგი წყაროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტია, ზოგიერთი წყარო კი ავტოსაგზაო შემთხვევაზე საუბრობს.
კრისტიან როხელიო ბენიტეს ბეტანკური, იგივე "ჩუჩო", 1986 წლის 1 მაისს, ეკვადორის
ბენიტესმა ეკვადორის ნაკრების შემადგენლობაში ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006, 2010) ითამაშა. 24 გოლით ის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე იყო და რომ არა ტრაგედია, რამდენიმე წელიდაწადში საუკეთესო ბომბარდირიც გახდებოდა, რადგან მის წინ მყოფ ორივე ფეხბურთელს (ედუარდო ურტადო - 26 გოლი და აგუსტინ დელგადო - 31 გოლი), საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული აქვს.
ბენიტესი მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 4-ჯერ გახდა, რაც ამ ტურნირის ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს გაუკეთებია: 70-იანების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში ბრაზილიელი კაბინიო მექსიკის ჩემპიონატის ბომბარდირი 8-ჯერ გახდა, 4-ჯერ კი საუკეთესო სნაიპერის ტიტული ადალბერტო ლოპესმა, ხოსე სატურნინო კარდოსომ და სებასტიან აბრეუმ მოიპოვეს. სულ, ბენიტესმა მექსიკის ჩემპიონატში 171 თამაში ჩაატარა და 103 გოლი გაიტანა.
"ჩუჩო" ბენიტესის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, სოციალური ქსელების მეშვეობით, გამოხატეს თავიანთი გულისტკივილი:
ანტონიო ვალენსია: "შენ ყოველთვის ჩემი ძმა იქნები. ჩვენ შენ გვიყვარხარ," - დაწერა "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბმა "ტვიტერზე".
"ვერ ვიჯერებ, რომ "ჩუჩო" ბენიტესი გარდაიცვალა. მე მქონდა სიამოვნება მასთან ერთად მეთამაშა და შემიძლია ვთქვა, რომ ის შესანიშნავი ბიჭი იყო. ვიზიარებ მისი ახლობლების და ოჯახის წევრების მწუხარებას," - ეს უკვე "სანდერლენდის" ნახევარმცველის, კრეიგ გარდნერის სიტყვებია, რომელიც ბენიტესთან ერთად "ბირმინგემში" თამაშობდა.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა "ბირმინგემმაც", სადაც წერია, რომ კლუბი ყოფილ ფეხბურთელს პატივს ჩემპიონშიპის პირველ შეხვედრაში მიაგებს, როდესაც "ბირმინგემი" "უოტფორდს" შეხვდება.
დოსიე
კრისტიან ბენიტესი
დაიბადა: 1986 წლის 1 მაისი, კიტო
გარდაიცვალა: 2013 წლის 29 ივლისი, დოჰა
საკლუბო კარიერა:
წელი კლუბი თამაში გოლი
2004-07 ელ ნასიონალი 84 29
2007-11 სანტოს ლაგუნა 95 51
2009-10 ბირმინგემი (იჯარა) 30 3
2011-13 ამერიკა 79 52
2013- ელ ჯაიში 0 0
ეკვადორის ნაკრებში (2005-13): 58 თამაში, 24 გოლი
ტიტულები:
ეკვადორის ჩემპიონი (2): "ელ ნასიონალი" (2005 კლაუსურა, 2006)
მექსიკის ჩემპიონი (2): "სანტოს ლაგუნა" (2008 კლაუსურა), "ამერიკა" (2013 კლაუსურა)
ეკვადორის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2006
მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2008 კლაუსურა, 2012 აპერტურა
მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (4): 2010 აპერტურა, 2012 კლაუსურა, 2012 აპერტურა, 2013 კლაუსურა