ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრები 14 აგვისტოს ბაზელში შვეიცარიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ეროვნულ გუნდში ყველა ის ფეხბურთელი გამოიძახა, ვინც ცოტა ხნის წინ კონფედერაციათა თასზე იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ ტურნირზე არ მონაწილეობდა და ახლა გამოძახებულია, "პარი სენ-ჟერმენის" მარცხენა მცველი მაქსველი გახლავთ.

აღნიშნული მატჩი ბაზელში, "სენტ იაკობს პარკზე" გაიმართება, ამის მერე კი "სელესაო" სექტემბერში ორ მატჩს გამართავს - ჯერ ავსტრალიას, შემდეგ კი "ფელიპაოს" ყოფილ გუნდს, პორტუგალიას შეხვდება.

შვეიცარიასთან სათამაშოს სკოლარიმ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ჟულიო სეზარი (ქუინზ
პარკი), ჟეფერსონი (ბოტაფოგო)
მცველები: ტიაგო სილვა (პსჟ), მაქსველი (პსჟ), დავიდ ლუისი (ჩელსი), დანტე (ბაიერნი), დანი ალვეში (ბარსელონა), ჟეანი (ფლუმინენსე), მარსელო (რეალი)
ნახევარმცველები: ფერნანდო (შახტარი), ერნანესი (ლაციო), ლუის გუსტავო (ბაიერნი), პაულინიო (ტოტენჰემი), ოსკარი (ჩელსი), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო)
თავდამსხმელები: ჟო (ატლეტიკო მინეირო), ლუკას მოურა (პსჟ), ჰალკი (ზენიტი), ფრედი (ფლუმინენსე), ნეიმარი (ბარსელონა)

სერხიო აგუერო იტალიასთან არ იქნება
სერხიო აგუერო, რომელიც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, არგენტინის ნაკრებს დააკლდება და იტალიასთან 14 აგვისტოს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას დააკლდება. მატჩი რომის პაპის, ფრანცისკ I-ის საპატივსაცემოდ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ახალი რომის პაპი არგენტინელი გახლავთ და "სან ლორენსოს" თავგადაკლული გულშემატკივარია.

"ალბისელესტეს" დამრიგებელმა ალეხანდრო საბელიამ კვლავ არ გამოიძახა მაურო იკარდი, ფაკუნდო რონკალია, გონსალო როდრიგესი და რამდენიმე სხვა გამორჩეული ფეხბურთლი. ასევე არ არიან ფერნანდო გაგო და ვალტერ მონტილიო, სამაგიეროდ საბელიამ რიკი ალვარესი მიიწვია, რომელსაც ეროვნულ გუნდში 4 თამაში აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრები მთლიანად ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული.

რომში გასამართი ამხანაგური მატჩისთვის საბელიამ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: სერხიო რომერო (სამპდორია), მარიანო ანდუხარი (კატანია), ოსკარ უსტარი (ალმერია)
მცველები: პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), უგო კამპანიარო (ინტერი), ესეკილ გარაი (ბენფიკა), ფედერიკო ფერნანდესი (ხეტაფე), ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი), ხოსე ბასანტა (მონტერეი), მარკოს როხო (სპორტინგი), კრისტიან ანსალდი (რუბინი)
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ევერ ბანეგა (ვალენსია), აუგუსტო ფერნანდესი (სელტა), ლუკას ბილია (ლაციო), ანხელ დი მარია (რეალი), ერიკ ლამელა (რომა), რიკი ალვარესი (ინტერი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ესეკილ ლავეცი (პსჟ), როდრიგო პალასიო (ინტერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეპეტიცია მოგებულია - რა იქნება ერთი წლის შემდეგ?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული