პირველ რიგში, აღვნიშნოთ მომავალი ჩემპიონის ასპარეზობა. დიახ, საუბარი "კრუზეიროზე" გვაქვს, რომელსაც ხელს ნამდვილად ვერავინ შეუშლის და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურის წინ მარსელო ოლივეირას გუნდს ბოლო ხუთიდან ოთხი მატჩი ჰქონდა წაგებული.
ამჯერად "მელიები" ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "კრისიუმას" მასპინძლობდნენ და 34-ე წუთისთვის მშვიდად იგებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლომდე დარჩენილ 11 წუთში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და სტუმრებმა ფავორიტის კარში
საბოლოოდ, სასწაული არ მოხდა და მასპინძლებმა მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგეს - ბორჟესმა ორი გოლი გაიტანა, დაგობერტომ კი შეხვედრას წერტილი 11-მეტრიანით დაუსვა.
დამარცხდა "კრუზეიროს" მდევარი "გრემიო", რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერი მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს კვლავ 12 ქულით უსწრებს. პორტუ ალეგრის წარმომადგენლები კურიტიბას ესტუმრნენ და იქიდან შერცხვენილები გამობრუნდნენ. შეხვედრის ანტიგმირი გახდა მარჯვენა მცველი პარა, რომელმაც პირველივე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა, მეორე ტაიმში კი წითელი ბარათი მიიღო.
"კორიტიბამ" წინა ტურში "კრუზეიროს" მოუგო, ამჯერად კი მეორე ადგილზე მყოფი გუნდი დაამარცხა და გასავარდნ ზონას მთელი 7 ქულით დაშორდა.
სამაგიეროდ, ისევ იქაა "ვასკო და გამა". ბრაზილიის 4-გზის ჩემპიონი კონკურენტ "პონტე პრეტას" ეთამაშებოდა და დიეგო საკომანის ავტოგოლით იგებდა კიდეც, თუმცა შეხვედრის ბოლო 10 წუთში 10-კაციანი მეტოქისგან ორი გოლი გაუშვა და მოუგებელი მატჩების სერია 4-მდე გაზარდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია "პონტე პრეტას" ცენტრალური მცველი - დიეგო საკომანმა საკუთარი კარის აღება ზედიზედ მეორე შეხვედრაში "მოახერხა", მაგრამ პარტნიორების ძალისხმევით, მისმა გუნდმა ამ ორ მატჩში 4 ქულა აიღო.
"სან პაულოს" შესანიშნავი სერია კი მორიგი გამარჯვებით გაგრძელდა. მურისი რამალიოს შეგირდებმა "ინტერნასიონალს" ალოიზიოს ჰეთ თრიქის წყალობით მოუგეს და უკვე მე-9 ადგილზე გადავიდნენ; არადა, ლეგენდარული დამრიგებლის დაბრუნებამდე ქვეყნის 6-გზის ჩემპიონი გასავარდნ ზონაში იყო. სერია A-ს ბოლო 6 ტურში "სან პაულომ" 16 ქულა მოაგროვა, რაც "გოიასთან" ერთად საუკეთესო შედეგია.
"გოიასი" - აი, კიდევ ერთი გუნდი რომლის ასპარეზობაც გაოცებას იწვევს. ლიგის დებიუტანტმა მიჯრით 5 მატჩი მოიგო და ახლა მეორე ადგილზე მყოფ "ბოტაფოგოს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. მეექვსეზე კი "ვიტორიაა", რომლის გამარჯვებასაც ასევე მოულოდნელი უნდა ვუწოდოთ.
კი, ნეი ფრანკოს მისვლის შემდეგ "ვიტორიამ" გამოიღვიძა და ძალიან მოუმატა, მაგრამ მე-16 წუთზე 10 კაცით დარჩენილი თუ "ფლუმინენსეს" მოუგებდა, ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იყო.
სეზონის დასრულებამდე სულ 7 ტურია დარჩენილი და თავისუფლად შესაძლებელია, რომ მოქმედი ჩემპიონი ("ფლუმინენსე") სერია B-ში გავარდეს და მას ქვედა დივიზიონში "ვასკო და გამაც" მიჰყვეს.
რახან ვახსენეთ, გეტყვით, რომ მეორე ლიგის დასრულებამდე სულ 6 ტურია დარჩენილი და ერთმა გუნდმა უმაღლესი დივიზიონის საგზური უკვე იფიციალურად გაინაღდა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს გუნდი შარშან გავარდნილი, ბრაზილიის 8-გზის ჩემპიონი "პალმეირასი" გახლავთ, რომელიც მეხუთეზე მყოფ "იკასას" 18 ქულით უსწრებს.
დაწინაურების მშვენიერი შანსი აქვს მეორე ადგილზე მყოფ "შაპეკოენსეს", რომელსაც არა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში, ამ სეზონამდე სერია B-შიც კი არ ჰქონდა ნათამაშები.
სერია A. XXXI ტური
ბოტაფოგო-ატლ. მინეირო 1:0
გოლი: 1:0 ჟულიო სეზარი (52)
კრუზეირო-კრისიუმა 5:3
გოლები: 1:0 ევერტონ რიბეირო (13), 2:0 დაგობერტო (19), 2:1 ჟოაო ვიტორი (34), 2:2 ლინსი (42), 2:3 რიკარდინიო (45), 3:3 ბორჟესი (58), 4:3 ბორჟესი (76), 5:3 დაგობერტო (85-პენ)
გაძევება: სუელიტონი (49. კრისიუმა)
კორინთიანსი-სანტოსი 1:1
გოლები: 1:0 დუგლასი (27), 1:1 გუსტავო ენრიკე (62)
ბაია-ატლ. პარანაენსე 1:1
გოლები: 1:0 ობინა (47), 1:1 ედერსონი (58)
გაძევება: ბრუნო სილვა (38. ატლეტიკო პარანაენსე), ელდერი (80. ბაია)
ინტერნასიონ.-სან პაულო 2:3
გოლები: 0:1 ალოიზიო (10), 1:1 ლეანდრო დამიაო (33), 1:2 ალოიზიო (44-პენ), 2:2
ჟორჟე ენრიკე (48), 2:3 ალოიზიო (54-პენ)
პონტე პრეტა-ვასკო 2:1
გოლები: 0:1 დიეგო საკომანი (16-საკ. კარში), 1:1 ადრიანინიო (80), 2:1 უენდელი (90)
გაძევება: ფერონი (63. პონტე პრეტა), ნეი (86. ვასკო და გამა)
ფლუმინენსე-ვიტორია 2:3
გოლები: 0:1 მარკინიოსი (24), 1:1 აირტონი (28-საკ. კარში), 2:1 რაფაელ სობისი (58), 2:2 ჟუანი (63), 2:3 ვილიამ ენრიკე (68)
გაძევება: კადუ (16. ვიტორია)
ნაუტიკო-გოიასი 0:2
გოლები: 0:1 ველინტონი (2), 0:2 ამარალი (41)
კორიტიბა-გრემიო 4:0
გოლები: 1:0 პარა (1-საკ. კარში), 2:0 ალექსი (4), 3:0 რობინიო (35), 4:0 ჟერალდო (59)
გაძევება: პარა (67. გრემიო)
პორტუგეზა-ფლამენგო 0:0
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 31 20 5 6 65-29 65
2. ბოტაფოგო 31 15 8 8 45-35 53
3. გრემიო 31 15 8 8 37-30 53
4. ატლ. პარანაენსე 31 14 10 7 48-39 52
5. გოიასი 31 13 10 8 40-34 49
6. ვიტორია 31 13 8 10 45-44 47
7. ატლ. მინეირო 31 12 9 10 34-30 45
8. სანტოსი 31 11 11 9 40-32 44
9. სან პაულო 31 12 7 12 33-31 43
10. ინტერნასიონ. 31 10 12 9 47-45 42
11. ფლამენგო 31 10 11 10 36-36 41
12. კორინთიანსი 31 9 14 8 24-19 41
13. კორიტიბა 31 10 10 11 37-39 40
14. პორტუგეზა 31 10 9 12 45-43 39
15. ბაია 31 9 10 12 32-39 37
16. ფლუმინენსე 31 9 9 13 35-40 36
17. პონტე პრეტა 31 9 6 16 33-44 33
18. ვასკო 31 8 9 14 41-51 33
19. კრისიუმა 31 9 5 17 41-56 32
20. ნაუტიკო 31 4 5 22 20-62 17
ბომბარდირები: 16 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა); 13 - ფერნანდაო (ბაია), ერნანი (ფლამენგო); 12 - ვალტერი (გოიასი); 11- ალექსი (კორიტიბა), ანდრე (ვასკო და გამა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXX ტური: სეზონის სენსაცია: კეირისონმა გოლი გაიტანა