რივალდომ "სან-კაეტანუ" დატოვა

AutoSharing Option
41 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ მიიღო გადაწყვეტილება, "სან-კაეტანუ" მუხლის ტრავმის გამო დატოვოს. 

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და 1999 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა 2013 წლის იანვარში ბრაზილიის სერია "ბ"-ს კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ გუნდის შემადგენლობაში სულ 7 მატჩი ჩაატარა.

"დღეიდან "სან-კაეტანუს" ფეხბურთელი აღარ ვარ. ისევ მაწუხებს მუხლში ტკივილები.

მინდა კლუბის ყველა წევრს და განსაკუთრებით, კლუბის პრეზიდენტ ნაიროს მადლობა გადავუხადო",
- დაწერა საკუთარ "ტვიტერში" ფეხბურთელმა.

რას აპირებს ფეხბურთელი მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული