ბრაზილია. სერია A. XXXIV ტური: "კრუზეირო" სამგზის ჩემპიონია

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილიის ჩემპიონი "კრუზეირო" გახდა. მარსელო ოლივეირას გუნდმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, კონკურენტებს ერთი თავით აჯობა და ტიტული დამსახურებულად მოიგო...

"მელიები" ჩემპიონის ტიტულს წაგების შემთხვევაშიც მოიპოვებდნენ, რადგან დამარცხდა "ატლეტიკო პარანაენსე", რომელიც ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც "კრუზეიროს" დაწევის თეორიული შანსი ჰქონდა.

"ატლეტიკომ" სამი ქულა იმ "კრისიუმას" დაუთმო, რომელიც გასავარდნ ზონაში იყო, მაგრამ "ბოტაფოგოს" და "კრუზეიროს" ყოფილი ფეხბურთელების, ფაბიო ფერეირას და ველინგტონ პაულისტას გოლების წყალობით, უკვე მე-15 პოზიციაზეა.

"ატლეტიკოდან" გოლი 39 წლის პაულო ბაიერმა გაიტანა, ვისთვისაც ეს ბურთი ბრაზილიის
ჩემპიონატში 103-ე იყო და ამ შედეგით ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-9 ადგილზე მყოფ კლებერ პერეირას გაუთანაბრდა. "კრისიუმას" გამარჯვების შემდეგ კი ქვედა ოთხეულში ქვეყნის 4-გზის ჩემპიონი და ერთ-ერთი გრანდი, "ვასკო და გამა" ჩაეშვა, რომელმაც "გრემიოსთან" 0:1 წააგო.

თავის მხრივ, "გრემიომ" "ბოტაფოგოს" გადაასწრო, რომელსაც ფეხი კიდევ ერთხელ დაუცდა, ამჯერად შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ "პორტუგეზასთან". "ფოგოს" ცუდი თამაშით ისარგებლა "გოიასმაც" და ლიბერტადორესის თასის ზონაში შეძვრა. ეს გუნდი წლევანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენაა - ლიგის დებიუტანტი, რომელსაც არც განსაკუთრებული შემადგენლობა ჰყავს და არც მწვრთნელი, შესანიშნავად თამაშობს და თავს 9-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებს.

გარდა ამისა, "გოაისი" ბრაზილიის თასის 1/2-ფინალშიც გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში, "ფლამენგოსთან" დამარცხდა.

ათი წლის შემდეგ
"კრუზეირომ" ტიტულის მოპოვება სალვადორში, "ვიტორიასთან" მატჩის შემდეგ აღნიშნა. მარსელო ოლივეირას გუნდს ვილიანმა, ჟულიო ბაპტიშტამ, რიკარდო გულარტმა და დაგობერტომ მოაგებინეს. პირველმა სამმა თითო გოლი გაიტანა, დაგობერტო კი პარტნიორებს ორი საგოლე გადაცემით შეეწია.

1921 წელს დაარსებულმა კლუბმა ისტორიაში მესამე ტიტული მოიპოვა. პირველად "კრუზეირო" ჩემპიონი 1966 წელს გახდა, მეორედ კი ტიტული 2003 წელს მოიპოვა. სხვათა შორის, იმავე წელს გუნდმა შტატის ჩემპიონატიც მოიგო და გახდა ერთადერთი სამხრეთამერიკული კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში სამი საშინაო ტიტული მოიპოვა.

XXXIV ტური

გრემიო-ვასკო 1:0
გოლი: 1:0 როდოლფო (51)

გოიასი-პონტე პრეტა 2:0
გოლები: 1:0 ედუარდო საშა (23), 2:0 რამონი (26)

ბოტაფოგო-პორტუგეზა 0:0
გაძევება: ჟილბერტო (90. პორტუგეზა)

კრისიუმა-ატლ. პარანაენსე 2:1
გოლები: 1:0 ფაბიო ფერეირა (6), 2:0 ველინგტონ პაულისტა (28-პენ), 2:1 პაულო ბაიერი (60)

სან პაულო-ფლამენგო 2:0
გოლები: 1:0 როჟერიო სენი (49-პენ), 2:0 ადემილსონი (63)

ვიტორია-კრუზეირო 1:3
გოლები: 0:1 ვილიანი (37), 1:1 დინეი (51), 1:2 ჟულიო ბაპტიშტა (71), 1:3 რიკარდო გულარტი (81)

კორიტიბა-კორინთიანსი 0:1
გოლი: 0:1 გილერმე (64)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 34 23 5 6 72-30 74
2. ატლ. პარანაენსე 34 16 10 8 53-41 58
3. გრემიო 34 16 9 9 38-33 57
4. გოიასი 34 15 11 8 44-35 56
5. ბოტაფოგო 34 15 9 10 46-38 54
6. ვიტორია 34 14 9 11 50-48 51
7. სან პაულო 34 14 7 13 37-35 49
8. ატლ. მინეირო 33 13 10 10 39-30 49
9. კორინთიანსი 34 11 15 8 27-20 48
10. სანტოსი 33 11 12 10 42-35 45
11. ინტერნასიონ. 33 11 12 10 49-47 45
12. ფლამენგო 34 11 12 11 38-39 45
13. პორტუგეზა 34 10 11 13 46-45 41
14. კორიტიბა 34 10 11 13 38-42 41
15. კრისიუმა 34 11 6 17 45-58 39
16. ბაია 33 9 12 12 32-39 39
17. ვასკო 34 9 10 15 45-55 37
18. ფლუმინენსე 33 9 9 15 35-42 36
19. პონტე პრეტა 34 9 7 18 34-50 34
20. ნაუტიკო 33 4 5 24 20-68 17

ბომბარდირები: 17 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა), ერნანი (ფლამენგო); 13 - ფერნანდაო (ბაია); 12 - ვალტერი (გოიასი), დინეი (ვიტორია), ანდრე (ვასკო და გამა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური: ჩემპიონი ვარდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული