სისხლიანი შეტაკება ბრაზილიაში - ფიფას კიდევ ერთი თავსატეხი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
"ატლეტიკო პარანაენსესა" და "ვასკო და გამას" შორის ბრაზილიის სერია A-ს ბოლო ტურის მატჩი (5:1, რასაც სახელგანთქმული "ვასკოს" გავარდნა მოჰყვა) დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეწყვეტილი იყო ტრიბუნებზე მომხდარი სისხლიანი გარჩევების გამო.

მართალია, ფანებს შორის ჩხუბს მსხვერპლი არ მოჰყოლია (ყოველ შემთხვევაში, გვიან ღამემდე ამაზე არაფერს იტყობინებოდნენ), თუმცა კი ბევრი დაშავდა, ხოლო ერთ-ერთი იმდენად მძიმედ, რომ მოედანზე ვერტმფრენის დასმა გახდა საჭირო მავანი ქომაგის ჰოსპიტალში გადასაყვანად...

მოკლედ, ბრაზილია ფიფას აქამდეც ბევრ თავსატეხს უჩენდა მოუმზადებელი სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის გამო და აგერ, ამ ბოლო შეხლა-შემოხლის გამოც
ვერ იქნებიან მშვიდად მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული