მართალია, ფანებს შორის ჩხუბს მსხვერპლი არ მოჰყოლია (ყოველ შემთხვევაში, გვიან ღამემდე ამაზე არაფერს იტყობინებოდნენ), თუმცა კი ბევრი დაშავდა, ხოლო ერთ-ერთი იმდენად მძიმედ, რომ მოედანზე ვერტმფრენის დასმა გახდა საჭირო მავანი ქომაგის ჰოსპიტალში გადასაყვანად...
მოკლედ, ბრაზილია ფიფას აქამდეც ბევრ თავსატეხს უჩენდა მოუმზადებელი სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის გამო და აგერ, ამ ბოლო შეხლა-შემოხლის გამოც
პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"