ბოლო პერიოდში მათგან ბევრი არაფერი ისმოდა, მაგრამ როგორც ჩანს, პელეს მიერ "ოქროს ბურთის" მიღებამ დიეგო ლაპარაკის ხასიათზე მოიყვანა:
"ხალხი ამბობს, რომ პელემ "ოქროს ბურთი" ჩემამდე მიიღო. ეს
მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონის თქმით, პელე ბრაზილიაშიც კი არ არის პირველი:
"ჩემთვის პელე საუკეთესო ფეხბურთელებში მარადონას შემდეგ ყოველთვის მეორე ადგილზე იქნება. წარმოიდგინეთ, ის საკუთარ ქვეყანაშიც კი არ არის პირველზე - ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი ხომ აირტონ სენაა. პელე ყოველთვის მეორე იქნება - საერთაშორისო ფეხბურთშიც და ბრაზილიელ სპორტსმენებს შორისაც".
გარდა ამისა, დიეგომ ბრაზილიელს დასცინა კიდეც: "ოქროს ბურთის" გადაცემისას მან კრიშტიანო რონალდოს ნაცვლად კრიშტიანო ლეონარდო წარმოთქვა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ სადაა მისი ადგილი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"