ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ლეგიონი დარაზმა

AutoSharing Option
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ის 16 ლეგიონერი დაასახელა, რომლებიც 5 მარტს სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის სურს იხილოს ბრაზილიის ნაკრებში.

საინტერესოა, რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა არ უხმო კაკას, რომელიც ბოლო დროს "მილანის" რიგებში საკმაოდ კარგად გამოიყურება. დანარჩენი ფეხბურთელების სიას, რომლებიც უშუალოდ ეროვნული ჩემპიონატიდან იქნებიან გამოძახებულნი, სკოლარი ცოტა მოგვიანებით გამოამზეურებს.
ლეგიონერთა სია კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ჟულიო სეზარი (ქპრ)
მცველები: დანტე, რაფინია (ორივე ბაიერნი), დავიდ ლუისი (ჩელსი), დანი ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), მარსელო (რეალი)
ნახევარმცველები: რამირესი, ოსკარი, ვილიანი (სამივე ჩელსი), პაულინიო
(ტოტენჰემი), ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), ბერნარდი (შახტარი)
თავდამსხმელები: ჰალკი (ზენიტი), ნეიმარი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული