საინტერესოა, რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა არ უხმო კაკას, რომელიც ბოლო დროს "მილანის" რიგებში საკმაოდ კარგად გამოიყურება. დანარჩენი ფეხბურთელების სიას, რომლებიც უშუალოდ ეროვნული ჩემპიონატიდან იქნებიან გამოძახებულნი, სკოლარი ცოტა მოგვიანებით გამოამზეურებს.
ლეგიონერთა სია კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ჟულიო სეზარი (ქპრ)
მცველები: დანტე, რაფინია (ორივე ბაიერნი), დავიდ ლუისი (ჩელსი), დანი ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), მარსელო (რეალი)
ნახევარმცველები: რამირესი, ოსკარი, ვილიანი (სამივე ჩელსი), პაულინიო
თავდამსხმელები: ჰალკი (ზენიტი), ნეიმარი (ბარსელონა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"