ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ჟულიო სეზარი გამოიძახა 5 მარტის ამხანაგური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ. "ტორონტოში" წასვლით მეკარე ცდილობს, თავისი სამუნდიალე შანსები გადაირჩინოს.
"ჟულიო ნაკრებშია, ის მალე ახალ კლუბშიც მოეწყობა, "ტორონტოსთან" მხოლოდ მცირე დეტალებია შესათანხმებელი. ასე რომ,
სხვათა შორის, აშშ-ში თამაში არც ისე იოლია, იქ ძლიერი ლიგაა და ძალიან ბევრმა ევროპელმა ფეხბურთელმა ვერ "გაქაჩა", 4-5 თვე დაჰყო სათადარიგოთა სკამზე და მერე წავიდა. შეიძლება ეს ლიგა არ არის საუკეთესო, მაგრამ თამაშები მუდამ დაძაბულია. თუკი ჟულიო მუნდიალამდე 10-15 ოფიციალურ მატჩს მოასწრებს, დარწმუნებული ვარ, ბრაზილიის ნაკრებს მეკარის პრობლემა არ ექნება", - განაცხადა სკოლარიმ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტოში" გადავიდნენ "ტოტენჰემის" ფორვარდი ჯერმეინ დეფო და "რომას" ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი.
პატო "სან პაულოში" გადავიდა
ალეშანდრე პატო "კორინთიანსიდან" "სან პაულოში" გადავიდა. ექსმილანელი ფორვარდი, რომელიც 24 წლისაა, უკვე შეუერთდა ახალ გუნდს და ივარჯიშა კიდევაც. ტრანსფერი საიჯაროა, პატო, განათხოვრების წესით, 2015 წლის დეკემბრამდე "სან პაულოში" დარჩება.
2007-დან 2013 წლამდე პატო "მილანში" თამაშობდა, თუმცა მრავალრიცხოვანმა ტრავმებმა მას ევროპაში ბოლომდე გახსნის საშუალება არ მისცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"