ახლა დარიო კოკას გუნდს ბოლო 7 მატჩიდან 6 აქვს მოგებული, თან ისე, რომ ამ შეხვედრებში გოლიც არ გაუშვია. გამონაკლისი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აუტსაიდერ "ოლიმპოსთან" ნათამაშები 1:1-ია, მაგრამ იქ "რასინგმა" 10 კაცით ჩაამთავრა თამაში.
"რივერ პლეიტს" წამოეწია "ლანუსიც", რომელმაც თავისი თამაში ძალიან ადვილად მოუგო "ხიმნასია ლა
გამარჯვების შემთხვევაში, 33 ქულა ექნებოდა "ინდეპენდიენტესაც", მაგრამ "ბოკა ხუნიორსთან" დამარცხდა და მეტოქეს წამოწევის უფლება მისცა. ასე რომ, აღარც "ბოკაა" პირველ ადგილთან დიდად შორს.
ამ შეხვედრაში "ოლ ბოისის" ყოფილმა თავდამსხმელმა ხონათან კალიერიმ გაიბრწყინა და დუბლით გამოირჩა. თუმცა პირველი გოლი "ინდეპენდიენტეს" მეკარის, დიეგო როდრიგესის სინდისზეა, რომელმაც საშინელი შეცდომა დაუშვა. მატიას პიზანოს ლამაზი შორეული დარტყმით სტუმრებმა კი გაათანაბრეს, მაგრამ "ბოკა" იმ დღეს უფრო ძლიერი იყო და ეს შედეგზეც აისახა.
"ატლეტიკო რაფაელამ" მძიმე მონაკვეთს "სან ლორენსოს" დამარცხებით დაუსვა წერტილი. დუბლით გამოირჩა ლუკას ალბერტენგო. ორი გოლი შეაგდო ხაიმე ხავიერ აიოვიმაც და მისმა "გოდოიმ" სტუმრად "ველეს სარსფილდი" გაანადგურა - 4:1. მენდოსელებს გასვლაზე თამაში რომ უჭირთ, დასამალი ამბავი არ არის და ეს ანგარიში ამის გამო მით უფრო მოულოდნელია.
ჩემპიონატში დაუმარცხებელი სერია 6 მატჩამდე გაზარდა "ესტუდიანტესმა", რომელმაც არ წააგო, მაგრამ გუნდი "დეფენსე ი ხუსტისიას" მასპინძლობდა და უფრო ასე უნდა ვთქვათ - ვერ მოიგო. წინა ტურში "სტუდენტებმა" "გოდოისთანაც" დაკარგეს ორი ქულა და ამ ყველაფრის გამო პირველ ადგილს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან.
პრიმეირა დივიზიონი. XVII ტური
ბანფილდი-კილმესი 3:1
გოლები: 0:1 სკიფო (5), 1:1 ნუარი (35), 2:1 სერვიო (67-პენ.), 3:1 რეკენა (83)
ატლ. რაფაელა-სან ლორენსო 2:0
გოლები: 1:0 ალბერტენგო (62), 2:0 ალბერტენგო (87)
ოლიმპო-როსარიო 1:1
გოლები: 1:0 ა. მარტინესი (38), 1:1 ასევედო (76)
ველესი-გოდოი 1:4
გოლები: 0:1 ხ. აიოვი (16), 0:2 ხ. აიოვი (29), 1:2 პრატო (45), 1:3 კოსარო (52), 1:4 რ. რამირესი (69-პენ.)
ლანუსი-ხიმნასია 2:0
გოლები: 1:0 ს. რომერო (20), 2:0 აიალა (77)
ბელგრანო-ტიგრე 1:2
გოლები: 1:0 სელარაიანი (1), 1:1 ბერტოლიო (75), 1:2 ს. რინკონი (90)
ესტუდიანტესი-დეფენსა 0:0
ბოკა ხუნიორსი-ინდეპენდიენტე 3:1
გოლები: 1:0 კალიერი (5), 1:1 პიზანო (54), 2:1 კალიერი (71), 3:1 ჟიგლიოტი (89)
გაძევება: ბელოკი (57. ინდეპენდიენტე)
რასინგი-რივერ პლეიტი 1:0
გოლი: 1:0 რამირო ფუნეს მორი (16 ს.კ.)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რასინგი 17 11 2 4 26-16 35
2. რივერი 17 9 6 2 30-11 33
3. ლანუსი 17 10 3 4 26-21 33
4. ინდეპენდიენტე 17 9 3 5 30-25 30
5. ბოკა 17 9 3 5 23-19 30
6. ესტუდიანტესი 17 8 4 5 19-17 28
7. ატლ. რაფაელა 17 7 4 6 23-20 25
8. ნიუელსი 16 6 6 4 19-19 24
9. ტიგრე 17 7 2 8 25-21 23
10. ველესი 17 6 4 7 19-20 22
11. გოდოი 17 5 6 6 31-35 21
12. ბანფილდი 17 5 5 7 21-19 20
13. სან ლორენსო 17 6 2 9 20-22 20
14. არსენალი 16 5 5 6 17-20 20
15. ბელგრანო 17 5 4 8 20-26 19
16. დეფენსა 17 5 4 8 19-28 19
17. ხიმნასია ლპ. 17 4 6 7 11-15 18
18. როსარიო 17 5 3 9 18-23 18
19. ოლიმპო 17 3 6 8 12-22 15
20. კილმესი 17 2 6 9 17-27 12
ბომბარდირები: 11 - სილვიო რომერო (ლანუსი); 10 - გუსტავო ბოუ (რასინგი), თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"