არგენტინაში მესისა და ნაკრების სხვა ფეხბურთელების სახელობის ქუჩები გაიხსნა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები არგენტინის ქალაქის, ელ ჩანარის ისტორიაში შევიდნენ.

არგენტინელები ამაყობენ საკუთარი ფეხბურთელებით. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდა. არგენტინა ფინალში გერმანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამიტომ ელ ჩანარის ქალაქის მმართველობამ ადგილობრივ გზატკეცილებს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების სახელები დაარქვა.

რამდენიმე ქუჩა უკვე გახდა ლიონელ მესის, ხავიერ მასკერანოს, გონსალო იგუაინის, ანხელ დი მარიასა და სხვა ფეხბურთელების სახელობის.

ამასთან ერთად, ქალაქის რამდენიმე მცხოვრები უკმაყოფილოა, რომ ესეკიელ ლავეცის ქუჩა არ არის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული