ბრაზილიელი რონალდო ფეხბურთელის კარიერის განახლებას აპირებს?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო დიდ ფეხბურთში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს.

თუკი 38 წლის ბრაზილიელი ლეგენდა მოთამაშის კარიერას მაინც განაახლებს, ამას ამერიკულ კლუბ "ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსში" გააკეთებს.

რონალდო 2006 წელს დაარსებული ამ კლუბის თანამფლობელი ახლახან გახდა. ამჟამად "ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსი" ჩრდილოამერიკულ საფეხბურთო ლიგის (NASL) მეორე დივიზიონში გამოდის.

"ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო გუნდის ფორმირებასა და აქციებში, რომლებიც კლუბის განვითარებასა და გაძლიერებას წაადგება.

საერთოდ კი, ეჭვგარეშეა,  აშშ-ში ფეხბურთი ვითარდება!", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს O Estado de Sao Paulo.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული