ყოფილმა ფეხბურთელმა მუნდიალის ოქროს მედალი ნარკოტიკის შესაძენად გაყიდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი ნარკოტიკის შესაძენად გაყიდა.

პაულუ სეზარმა 1970 წელს მოპოვებული მედლის ბედის შესახებ მოჰყვა.

"არ შემეძლო თავის კონტროლი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს ვზამდი. ეს დიდი დანაკარგია.

ადრე ეს არავისთვის მითქვამს, მაგრამ ახლა მზად ვარ ყველაფერი მოვყვე. მაშინ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოკაინი იყო, მედალი კი ნაკლებად ფასეული ", - თქვა პაულუმ O Globo-სთან საუბარში.

65 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრე როგორც ბრაზილიურ გუნდებში, ისე ფრანგულ კლუბ "მარსელშიც" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოში დაიჭერდნენ....
zaza
16:22 19-04-2015
0

სიახლეები პოპულარული