კოპა ამერიკა 2015: არგენტინამ და პარაგვაიმ შემადგენლობები დაასახელეს

AutoSharing Option
ახლოვდება კოპა ამერიკა და ნაკრებები ტურნირისთვის შემადგენლობას ასახელებენ. კოპა 11 ივნისს ჩილეში იწყება, ბოლო ვადა შემადგენლობების დასახელების კი 1-ლი ივნისია.

არგენტინის ნაკრები
მეკარეები: სერხიო რომერო (სამპდორია), მანუელ გუსმანი (ტიგრესი), მარიანო ანდუხარი (ნაპოლი).

მცველები: პაბლო საბალეტა (სიტი), ფაკუნდო რონკალია (ჯენოა), ესეკიელ გარაი (ზენიტი), მარტინ დემიკელისი (სიტი), ნიკოლას ოტამენდი (ვალენსია), მარკოს როხო (მანჩესტერი), მილტონ კასკო (ნიუელსი).

ნახევარმცველები: ლუკას ბილია (ლაციო), რობერტო პერეირა (იუვენტუსი), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ფერნანდო გაგო (ბოკა), ევერ ბანეგა (სევილია), ხავიერ პასტორე (პსჟ), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), ანხელ დი მარია (მანჩესტერი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (სიტი), კარლოს ტევესი (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ესეკიელ ლავეცი (პსჟ).

პარაგვაის ნაკრები
ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში მოხვდა ორი ვეტერანი ფორვარდი - ლუკას ბარიოსი (მონპელიე) და ნელსონ ვალდესი (აინტრახტი).

ეს ორი ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს, ურუგვაის და იამაიკის ნაკრებებთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული