კოპა ამერიკა 2015. I ტური: პირველი სიურპრიზი არგენტინამ შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
კოპა ამერიკა მასპინძლების გამარჯვებით დაიწყო. "ესტადიო ნასიონალ ხულიო მარტინეს პრადანოსზე" მისული მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, სხვას ვერც ვერაფერს წარმოიდგენდა, ამ მატჩის კი არა, ისინი ჩილესგან მთლიანად ტურნირის მოგებას ელიან.

ამ ნაკრებს დიდი შეჯიბრება არასოდეს მოუგია და ახლა ამის არცთუ არარეალური შანსი აქვს.

ეკვადორი, რომლის პროგრამა მინიმუმიც ჯგუფიდან გასვლაა, პირველ ტაიმში კარგად იდგა დაცვაში და კონტრშეტევებზე ცდილობდა მეტოქის კბენას.

არგენტინაში დაბადებულ ბოლივიელ მწვრთნელს გუსტავო დომინგო კინტეროს დესაბატოს თითქოს, ყველაფერი კარგად ჰქონდა ორგანიზებული, მაგრამ კინეროსს გეგმები მეორე ნახევარში აერია, როდესაც არგენტინელმა ხორხე სამპაოლიმ, მისი
ბიჭები დამუხტა და ისევე რეაქტიულად აათამაშა, როგორი რეაქტიული და იმპულუსრიც თავად არის.

ოღონდ აქაც ვერ გამოვედით იმის გარეშე, რომ მასპინძლებისადმი მსაჯების სიმპათიაზე საუბარი არ იყოს. არტურო ვიდალს ნამდვილად შეეხნენ, მაგრამ თავად მანაც კარგად გააფორმა და მოცელილივით დაეცა კიდევ ერთმა არგენტინელმა, არბიტრმა ნესტორ პიატანამ კი პენალტის დანიშვნა გადაწყვიტა, რომელიც თავად დაზარალებულმა გარდასახა გოლად.

სხვათა შორის ეკვადორი არ გატყდა და ერთხელ ბურთი მასპინძლეთა ხარიხასაც კი მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩილელებმა მაინც იმარჯვეს. მეორე შეცვლაზე შემოსულმა ედუ ვარგასმა შეაგდო, რომელსაც ალექსის სანჩესმა უპასა. კიდევ ერთმა ცვლილებაზე სემოსულმა მატიას ფერნანდესმა კი ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მომავალ შეხვედრაში მატი თავის გუნდს დააკლდება.

ეკვადორმა კი ყურები არ უნდა ჩამოყაროს, თუ ეს ნაკრები შემდეგ ტურში ბოლივიას მოუგებს, რომელსაც ბოლო ტურში ფავორიტ ჩილესთან ექნება თამაში, ხოლო მექსიკას შემდეგ ტურში უწევს ჩილესთან პაექრობა.

ბოლო ტურში დიდი ალბათობით, ეკვადორელებს ქულაც ეყოფათ და ამის გარეშეც ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გასვლის შანსიც დარჩებათ.

ერთიცაა, ამ ბოლივიას ტყუილად ვუყურებთ ასე აგდებულად, რადგან ამ ნაკრებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მექსიკას და მაგალითად, პირველ ტაიმში ყველაზე რეალური შანსი სწორედ ბოლივიელებს ჰქონდათ, მაგრამ მექსიკელთა მეკარემ ხოსეს დე ხესუს კორონამ იყოჩაღა.

მერე რამდენიმე მომენტი მექსიკელებმაც შექმნეს, მარამ ვერ გაიტანეს და შეხვედრა საბოლოოდ უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა. გამოჩნდა, რომ მიგელ ერერამ ზედმეტად გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა და სავარაუდოდ, მექსიკას ძალიან გაუჭირდება რამე სერიოზულზე ფიქრი.

* * *
ურუგვაი იამაიკასთან შეხვედრაში ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეგვეძლო იმის ვარაუდი რომ ოსკარ ტაბარესის ბიჭებს გაუჭირდებოდათ და პრინციპში ასეც მოხდა.

დისკვალიფიცირებული ლუის სუარესის გარესემყოფ კოპა ამერიკას მოქმედ გამარჯვებულს მძიმე თამაში გამოუვიდა. თუმცა ურუგვაელებმა გამარჯვება მაინც მოახერხეს, მათ ჯარიმა გაათამაშეს მეტოქისთვის დამაბნეველად, ეშმაკურად, ლამაზად და, რაც მთავარია, ყველაფერი იდეალურად გამოუვიდათ - ბურთის წინ ჩარბენისა და ზუსტი ჩაწოდების მერე, ხოსე მარია ხიმენესმა ბურთი თავით დააგდო კრისტიან როდრიგესისთვის და მანახ ახლოდან ზუსტად დაარტყა.

თავიდან ყველაფერი იდეალურად გახლდათ არგენტინისთვისაც, ისე როგორც ლამაზ ზღაპარში - "ერთმაც" გაიტანა და "მეორემაც". არგენტინამ ძალიან მძლავრად დაიწყო, შეტევა-შეტევაზე შემოგვთავაზა და ერთხელაც პარაგვაელთა დაცვა ჩავარდა, სერიხო აგუერო ანტონი სილვას პირისპირ შერჩა, კუნი მეტოქის მეკარეს ადვილად გაუსწორდა და ანგარიში გახსნა. მალევე სილვას კარში დანიშნული პენალტი უპრობლემოდ გარდასახა მესიმ და 2:0 თიტქოს ყველაფრის დასასრულს ნიშნავდა. ტურნირის მთავარი ფავორიტიც დამშვიდდა, ალბისელესტე თავს აღარ იკლავდა

არგენტინას ანერვიულება მე-60 წუთზე მოუხდა, როდესაც ვეტერანები აუჯანყდნენ - ნესტორ ორტიგოსამ ნელსონ ვალდესს უპასა და 31 წლის თავდამსხმელმაც შორეული უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ჩასვა ბურთი ცხრიანში. აქ მცველებიც უყურადღებოდ იყვნენ და უპრაქტიკო სერხიო რომეროსაც დაკარგული ჰქონდა კარი, მაგრამ ვალდესის დარტყმას ნუ დავაკნინებთ.

ორტიგოსა კი მოგეხსენებათ სინამდვილეში არგენტინელია, მაგრამ საკმაო ხანია სანაკრებო ფეხბურთის წყურვილით პარაგვაის მოქალაქეობა აქვს მიღებული, ეს იქ აპრობირებული მეთოდია. ასევე არგენტინელია რამონ დიასიც, რომლის მოსვლის მერეც, ფანებს იმედი ჰქონდათ, რომ პარაგვაი საშინელ კრიზისა და ჩავარდნას დაძლესვ და და როგორც ჩანს, გუნდი ამ გზას დაადგა, დიასმა თანამემამულეები ორტიგოსასა და სხვა თავისიანების დახმარებით გაამწარა. მწვრთნელმა როკე სანტა კრუსი მოხსნა და ნაკრებში დაბრუნებული ლუკას ბარიოსი გამოიყვანა.

ნაკრებში დაბრუნებაზე გავიხსენოთ ისიც,რომ ითამაშა კარლოს ტევესმაც, რომელიც გონსალო იგუაინისა არ იყოს, ცვლილებაზე გამოვიდა. ალბისელესტემ საქმეს ხელი ისევ სერიოზულად მოკიდა და ისეთი შემართებით შეუტია, ზოგჯერ პარაგვაის სახიფათო კონტრიერისები ეპარებოდა. მატჩის დამთავრებისა და ინტრიგის მოკვლის შანსი არგენტინელებს რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგალითად ხავიერ პასტორეს მართებდა გატანა, მაგრამ სილვამ დიდებული "სეივი" განახორციელა.

თავისი მომენტები, როგორც გითხარით, ალაგ-ალაგ პარაგვაისაც ჰქონდა და ბოლოს თავისას მიაღწია კიდეც - პაულო სეზარ და სილვა ბარიოსმა, ლუკას ბარიოსს დაუგდო თავით და ამ უკანასკნელმაც ყუმბარისებული დარტყმით ახლო კუთხეში ჩაჭედა დაბალი ბურთი და ძალიან გაიხარა.

ბარიოსს ცუდი პერიოდი ჰქონდა და ნაკრებშიც დაკარგა ადგილი, დაბრუნება, კოპაზე მოხვედრა და შესვლიდან 11 წუთში, მატჩის უკანასკნელ წუთზე ასეთი მნიშვნელოვანი გოლი მაისურის გახდადაც ღირს, რისთვისაც ყვითელიც მიიღო. დიასმა წინამორბედის შეცდომები არ გაითვალისწინა და ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილი ვეტერანებიც შეურია, ისინი ნაკრებში დააბრუნდა და აი, შედეგიც.

ბოლოს კი ისიც არ გამოგვრჩეს, თანაც პარალელებზე ამდენი საუბრის შემდეგ, რომ მატჩის კიდევ ერთი ინტრიგა ხერარდო მარტინოს ფაქტორი იყო. პარაგვაის ნაკრების საქმე ცუდად სწორედ მარტინოს იქიდან წამოსვლის მერე წავიდა.

წინა კოპა ამერიკაზე ტატამ პარაგვაი ფინალში გაიყვანა, მაგრამ ურუგვაისთან დამარცხდა. ახლა კი მარტინომ ყოფილ გუნდსსაკუტარი სამსობლოს ნაკრებით ვერ სძლია და კრიტიკასაც დაიმსახურებს, რადგან ფანები გამარჯვებას ელოდნენ და ვერ წარმოედგინათ რომ ამ შევხედრას ვერ მოიგებდნენ.

კოპა ამერიკა 2015. I ტური
A ჯგუფი
ჩილე-ეკვადორი 2:0
გოლები: 1:0 ვიდალი (67-პენ.), 2:0 ვარგასი (84)
ჩილე (5-4-1): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, მენა - არანგისი (84. პისარო), დიასი, ვიდალი, - ვალდივია (68. ფერნანდესი) - ბოსეჟური (46. ვარგასი), სანჩესი
ეკვადორი (4-3-3): დომინგესი - პარედესი, აჩილიერი, ერასო, აიოვი - ნობოა, ლასტრა გარსია - ბოლანიოსი, მარტინესი, მონტერო - ე. ვალენსია
გაფრთხილება: ხარა, ფერნანდესი, ფერნანდესი - მარტინესი (80. იბარა), ლასტრა გარსია (68. კინიონეში)
გაძევება: ფერნანდესი (90+1)
კუთხური: 0-2 ჯარიმა: 15-16 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 10(4)-7(1) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 46 000

მექსიკა-ბოლივია 0:0
მექსიკა (5-4-1): კორონა - დომინგესი, მარკესი (64. აკინო), აიალა, ფლორესი, ალდრეტე - გუემესი, მედინა (81. მონტესი), კორონა - ვუოსო, ერერა (61. ხიმენესი)
ბოლივია (4-3-3): კინიონეში - სენტერო, მორალესი, რალდესი, სმედბერგი - ჩუმასერო, კამპოსი (71. კამპოსი), დ. ბეხარანო, ურტადო - პედრიელი (85. მ. ბეხარანო), მარტინს მორენო
გაფრთხილება: ფლორესი - ესკობარი
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 15-25 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 11(1)-8(1) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 14 987

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 1 1 0 0 2-0 3
2. ბოლივია 1 0 1 0 0-0 1
3. მექსიკა 1 0 1 0 0-0 1
4. ეკვადორი 1 0 0 1 0-2 0

მომდევნო ტური
16 ივნისი:
ეკვადორი-ბოლივია; ჩილე-მექსიკა.

B ჯგუფი
ურუგვაი-იამაიკა 1:0
გოლი: 1:0 როდრიგესი (52)
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - მ. პერეირა, ხიმენესი, გოდინი, ა. პერეირა - არევალო, სანჩესი (73. სტუანი), ლოდეირო (86. გონსალესი), როდრიგესი (64. დე არასკაეტა) - როლანი, კავანი
იამაიკა (4-4-2): კერი - მარიაპა, ექტორი, მორგანი, ლოურენსი - ოსტინი, მაკანაფი, მაკკლირი, დოუკინსი (54. ლაინგი) - ბარნსი, მატოკსი (75. ბრაუნი)
გაფრთხილება: ხიმენესი, გოდინი - მაკანაფი
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 14-19 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 11(2)-11(0) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 8 653

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინა-პარაგვაი 2:2
გოლები: 1:0 აგუერო (29), 2:0 მესი (36-პენ.), 2:1 ვალდესი (60), 2:2 ბარიოსი (90)
არგენტინა (4-3-3): რომერო - რონკალია, გარაი, ოტამენდი, როხო - ბანეგა (80. ბილია), პასტორე (75. ტევესი), მასკერანო - მესი, დი მარია, აგუერო (76. იგუაინი)
პარაგვაი (4-3-3): სილვა - მ. კასერესი, და სილვა, აგილარი, სამუდიო - ვალდესი, ორტიგოსა, ვ. კასერესი, ორტისი (46. გონსალესი) - სანტა კრუსი (90. ბარიოსი), ბობადილია (66. ბენიტესი)
გაფრთხილება: რონკალია, ოტამენდი - აგილარი, ორტისი, გონსალესი, ვ. კასერესი, ბარიოსი
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 16-17 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 18(6)-10(4) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 9 500
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 1 1 0 0 1-0 3
2. არგენტინა 1 0 1 0 2-2 1
3. პარაგვაი 1 0 1 0 2-2 1
4. იამაიკა 1 0 0 1 0-1 0

მომდევნო ტური
17 ივნისი:
პარაგვაი-იამაიკა; არგენტინო-ურუგვაი.

C ჯგუფი
კოლუმბია-ვენესუელა 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (60)
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - სუნიგა, საპატა, მურილიო, არმერო (82. ჯ. მარტინესი) - კუადრადო, კ. სანჩესი (63. კარდონა), ვალენსია, ხ. როდრიგესი - ბაკა (72. გუტიერესი), ფალკაო
ვენესუელა (4-2-3-1): ბაროხა - როსალესი, ვისკარონდო, ტუნიესი, ამორებიეტა - რინკონი, სეიხასი (75. ლუსენა) - გერა, ვარგასი (78. კ. გონსალესი), არანგო (86. ჩიჩერო) - რონდონი
გაფრთხილება: სანჩესი, საპატა, როდრიგესი - სეიხასი, ამორებიეტა, ლუსენა, ვისკარონდო
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-6 (2-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 14 000

ბრაზილია-პერუ 2:1
გოლები: 0:1 კუევა (3), 1:1 ნეიმარი (5), 2:1 დუგლას კოშტა (90+2).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული