ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?

AutoSharing Option
როგორც არგენტინული გამოცემა Ole წერს, არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი სერიოზულად დაფიქრდა სანაკრებო კარიერის შეჩერებაზე ან სულაც დასრულებაზე.

ასეთია "ბარსელონას" ბომბარდირის რეაქცია მისი მისამართით მასობრივ კრიტიკაზე, რომელიც ჩილეს ნაკრებთან კოპა ამერიკის ფინალის წაგების შემდეგ აგორდა.

არგენტინელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ხშირად აკრიტიკებდნენ მესის იმის გამო, რომ სანაკრებო დონეზე ისე წარმატებით ვერ თამაშობს, როგორც საკუთარ კლუბში. ახლა კი პრესამ, როგორც ჩანს, რაღაც უხილავი ზღვარი გადალახა. კერძოდ, თავად Ole-მ ჩილესთან მარცხის შემდეგ მოუწოდა ნაკრების ხელმძღვანელობას - ჩამოართვან მესის კაპიტნის სამკლავური.

ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად
ლეო გამოტოვებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის რამდენიმე მატჩს, მაგრამ არ არის გამორიცხული უფრო ხანგრძლივი ბოიკოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ქნას მესიმ? მატჩის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე მისი პასით იგუანმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, იგივე გააკეთა იგუანმა მსოფლიოზეც. თავდამსხმელებს ამარაგებს კაცი 100% საგოლე პასებით იმათ კიდე ვერ გააქვთ და აბრალებენ მესის. მართლა მესია ხომ არ გონიათ ეგ კაცი. დიმარიას კიდე ფინალის მანდრაჟი აეკიდა და ფინალში თამაშს ტრავმის გამოგონება ურჩევნია. პენალები მესის გარდა ყველამ ააცილა ან მეკარეს მოარტყეს ბურთი, ესეც მესის ბრალია???
bravo mesi
13:33 09-07-2015
0
მარტო მოიგო დოდო სლე მარადონამ....ვალდანო...ბურუჩაგა...პასარელა საფრტხობელები იყვნეენ???
torpedo
12:49 09-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული