ბრაზილიის ნაკრებში 35 წლის ფორვარდი გამოიძახეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ნაკრებში "სანტოსის" 35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა გამოიძახა.

ბრაზილიელი ვეტერანი ტრავმირებული რობერტო ფირმინიოს შემცვლელად მიიწვიეს.

აღსანიშნავია, რომ ოლივეირა ამ დროისთვის ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 17 გოლია, ხოლო მისი უახლოესი მდევრის ანგარიშზე 11.

ოლივეირა ბოლოს ნაკრებში 2007 წელს იყო გამოძახებული.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი საცოდავო ბრაზილია, რონალდოს და რომარიოს შემდეგ ჰალკის და ამის იმედად რომ იქნები, მაგათ დვალიშვილი ჯობია
llcl
10:29 26-09-2015
0

სიახლეები პოპულარული