მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა: არგენტინამ ვერც ამჯერად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ციკლში მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

შესარჩევში ორიდან ორი მოგება აქვს ურუგვაის, რომელმაც მეორე ტურში შინ კოლუმბიის ნაკრებს დამაჯერებლად სძლია - 3:0. ანგარიში 34-ე წუთზე დიეგო გოდინმა გახსნა, მეორე ტაიმში კი თავი დიეგო როლანმა (51) და აბელ ერნანდესმა (88) გამოიჩინეს.

* * *
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ეკვადორის ნაკრებმაც, რომელმაც შინ ბოლივიას ორი უპასუხო გოლი გაუტანა - 2:0. გოლები მატჩის მიწურულს გავიდა - 81-ეზე თავი ჯერ მილერ ბოლანიოსმა გამოიჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე კი 11-მეტრიანიდან
ზუსტად ჯელიპე კაისედომ დაარტყა.

* * *
6 ქულა აქვს ჩილესაც, რომელმაც სტუმრად პერუში ანგარიშით 4:3 გაიმარჯვა. მე-7 წუთზე ანგარიშში სტუმრები ალექსის სანჩესმა დააწინაურა, თუმცა ჯეფერსონ ფარფანმა (10, 36) ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი პენალტით პერუ წინაც გაიყვანა. ტაიმი მაინც ჩილემ მოიგო - შესვენებამდე ჯერ უდუარდო ვარგასმა (41) გაიტანა, შემდეგ კი იმავე სანჩესმა (44) დუბლი მიითვალა. თავის მხრივ, დუბლი მეორე ტაიმში ვარგასმაც შეასრულა და 49-ე წუთზე ანგარიში ჩილეს სასარგებლოდ 4:2 გახდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - ხოსე პაოლო გერერომ 92-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ბრაზილიის ნაკრებმა შინ ვენესუელა მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში უკვე 1-ელ წუთზე ლონდონის "ჩელსის" ჰავბეკმა ვილიანმა გახსნა, რომელმაც შესვენებამდე დუბლის (42) შესრულებაც მოასწრო. მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი ბურთი კრისტიან სანტოსის გოლით (64) გაქვითეს, საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე რიკარდო ოლივეირამ დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
კვლავ ვერ მოიგო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა, რომელიც სტუმრად პარაგვაისთან უგოლო ფრეს დასჯერდა.

ორი ტურის შემდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფს 6-6 ქულით ურუგვაი, ეკვადორი და ჩილე ლიდერობენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასიანი არგენტინა ტოტალიზატორს აგორებს....მიზეზიც აქვს მესი ტრავმირებულია..
მამუკა ჯიქია
16:51 14-10-2015
0

სიახლეები პოპულარული