"სანტოსი" ფიფას ნეიმარის 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯას სთხოვს

AutoSharing Option
ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა "სანტოსმა" ფიფას თხოვნით მიმართა, დისკვალიფიკაციით დასაჯოს გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც ამჟამად "ბარსელონას" ღირსებას იცავს.

ამის შესახებ O Globo იუწყება.

ბრაზილიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ ნეიმარმა "სანტოსთან" შეთანხმების პირობები დაარღვია, რომელიც ესპანურ გრანდში მის გადასვლას ეხებოდა. ახლა ფიფამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა საფუძველი ფეხბურთელის დასასჯელად. "სანტოსი" ფიფას იმ მუხლით დასჯას ითხოვს, რომელიც დაზარალებული კლუბისთვის ფინანსურ კომპენსაციას, ხოლო მოთამაშის დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. თუკი ნეიმარის ბრალეულობა დამტკიცდება, მას ოთხიდან ექვს თვემდე დისკვალიფიკაცია ელის.

კატალონიურ კლუბში აცხადებდნენ, რომ ნეიმარი "სანტოსისგან" 2013 წელს
57,1 მლნ ევროდ შეიძინეს, თუმცა ესპანური პროკურატურის ცნობით, გარიგების ფასმა 94,8 მლნ შეადგინა. საბოლოოდ პროკურატურამ "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუსა და მის წინამორბედ სანდრო როსელს ბრალი გადასახადების დამალვაში წაუყენა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული