არგენტინა-ბრაზილია 1:1 - ხერარდო მარტინო ისევ ვერ იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩვენი დროით 14 ნოემბერს, გამთენიისას, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ციკლში მესამე ტურის ბოლო შეხვედრა ჩატარდა. ბუენოს-აირესში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ბრაზილიის ნაკრები მიიღო. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ამრიგად, ხერარდო მარტინოს გუნდმა, ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის პირველი სამ მატჩიდან ვერცერთის მოგება შეძლო. შეგახსენებთ, რომ არგენტინელებმა წინა შეხვედრა პარაგვაისთან ფრედ (0:0) დაასრულეს, იქამდე კი ეკვადორთან დამარცხდნენ (0:2).

მასპინძლები ანგარიშში 34-ე წუთზე, ესეკიელ ლავეცის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ, 58-ე წუთზე კი ბრაზილიელთა ნახევარმცველმა ლუკას ლიმამ წონასწორობა აღადგინა.

თამაშის მიწურულს მოედანიდან სტუმართა მცველი
დავიდ ლუისი
გააძევეს, თუმცა არგენტინელებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს.

ბრაზილიის ნაკრებს სამ მატჩში მოპოვებული 4 ქულა აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილს პარაგვაისა და კოლუმბიის ნაკრებებთან იყოფს. არგენტინელები კი, რომელთა აქტივში 2 ქულაა, ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული