ბრაზილიის ნაკრებმა პერუს ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 22-ე წუთზე დუგლას კოშტამ გახსნა. მეორე ტაიმში უპირატესობა მასპინძელთა ნახევარმცველმა რენატო აუგუსტომ (57) ორ ბურთამდე გაზარდა, მცველმა ფელიპე ლუიშმა (77) კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
4 ტურის შემდეგ კარლოს დუნგას შეგირდებს 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ, ლიდერ ეკვადორს კი ხუთი ქულით ჩამორჩებიან.
* * *
ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში სტუმრად ვენესუელას ანგარიშით 3:1 * * *
სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს ურუგვაის ნაკრებმა, რომელმაც მონტევიდეოში ჩილეს უმასპინძლა. გატანილი გოლებით დიეგო გოდინი (23), ალვარო პერეირა (61) და მარტინ კასერესი (65) გამოირჩნენ. სტუმრებს კომპენსირებულ დროში ხორხე ვალდივია გაუძევეს.მე-4 ტურის კიდევ ერთ მატჩში პარაგვაიმ შინ ბოლივიას ანგარიშით 2:1 სძლია.