კოპა ამერიკა სენტენარიო: ფინალისტები ერთ ჯგუფში

AutoSharing Option
გუშინ კოპა ამერიკას 45-ე გათამაშების კენჭისყრა გაიმართა. 16 ნაკრები 4 ქვეჯგუფში განაწილდა.

შეგახსენებთ, რომ 3-26 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური ტურნირი გაიმართება - კოპა ამერიკა სენტენარიო. შეჯიბრება ამ ტურნირის ასი წლის იუბილეს ეძღვნება და კოპა პირველად ტარდება სამხრეთ ამერიკის გარეთ.
გუშინ გუნდები ასე დაწყვილდა:

A ჯგუფი: აშშ, კოლუმბია, კოსტა რიკა, პარაგვაი
B ჯგუფი: ბრაზილია, ეკვადორი, ჰაიტი, პერუ
C ჯგუფი: მექსიკა, ურუგვაი, იამაიკა, ვენესუელა
D ჯგუფი: არგენტინა, ჩილე, პანამა, ბოლივია.

ერთ ქვეჯგუფში მოხვდნენ შარშანდელი ფინალისტები ჩილე და არგენტინა. შემდეგი კოპა კი
2019 წელს ბრაზილიაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული