ხერარდო მარტინომ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოემზადა ჩილეს და ბოლივიის გუნდებთან სათამაშოდ. 2018 წლის მუნდიალზე პირველად ითამაშებს ლეო მესი, რომელიც ნაკრებში დაბრუნდა; დაბრუნდა სერხიო აგუეროც, მაგრამ გამოძახებულთა შორის არაა კარლოს ტევესი.

არგენტინის ნაკრები
მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი), ნაუელ გუზმანი (ტიგრესი), ხერონიმო რული (რეალ სოსიედადი).

მცველები: პაბლო საბალეტა, ნიკოლას ოტამენდი, მარტინ დემიკელისი (სამივე სიტი), ფაკუნდო რონკალია (ფიორენტინა), გაბრიელ მერკადო (რივერ პლეიტი), მატეო მუსაჩო (ვილიარეალი), რამირო ფუნეს მორი (ევერტონი), მარკოს როხო (მანჩესტერი), ლეონელ ფანხიონი (რივერ პლეიტი),
ხავიერ პინოლა (როსარიო).

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), მატიას კრანევიტერი, ანხელ კორეა, აუგუსტო ფერნანდესი (ყველა ატლეტიკო), ენცო პერესი (ვალენსია), ლუკას ბილია (ლაციო), ხავიერ პასტორე, ანხელ დი მარია (ორივე პსჟ), ევერ ბანეგა (სევილია), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა).

თავდამსხმელები: ესეკიელ ლავეცი (ჰებეი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (სიტი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შთამბეჭდავია
შთამბეჭდავია
10:51 10-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული